ალექს აზარი (52 წლის)
  • აშშ-ის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების მინისტრი
  • 17 ივნისი, 1967 წელი - დაიბადა პენსილვანიაში
  • 1988 წელს დაამთავრა დორტმუნდის კოლეჯი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი სახელმწიფო მართვასა და ეკონომიკაში. 1991 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი. 

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მინისტრი, ადვოკატი, ფარმაცევტული ინდუსტრიის ლობისტი და ფარმაცევტული კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი. 
    2001 წელს აზარი ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად დანიშნეს. იგი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2001 წლის ციმბირული წყლულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე წარმატებით გაართვა თავი ჩუტყვავილის ეპიდემიას, რომლიც იმ დროს, აქტიურად გავრცელდა ა.შ.შ-ში. ალექს აზარი  ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2005 წლიდან 2007 წლამდე. 
    2007 წელს აზარი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის „ილაი ლილი და კომპანიის“ ტოპ ლობისტი და სპიკერი გახდა. ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, აღნიშნულ პოსტზე საჭირო გახდა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა. შესაბამისად, აზარის პოსტის დატოვება მოუწია. 2012 წელს, ის შპს „ლილი იუესეის“ პრეზიდენტი გახდა. ამის პარალელურად, აზარი ფარმაცევტული ინდუსტრიის ლობისტი კომპანიის „Biotechnology Innovation Organization“-ის დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო. 2017 წელს, მან ორივე პოსტი დატოვა.
    ამჟამად, აზარი არის მსოფლიო სპიკერების ჯგუფის წევრი და სიტყვით გამოდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკაზე და საუბრობს იმაზე, თუ როგორ უწყობს აღნიშნული პოლიტიკა ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას ხელს.

  • ჰყავს მეუღლე, ჯენიფერ აზარი და ორი შვილი. მამა - ალექს აზარი, ხოლო დედა - ლინდა ზარისკი. 

  • არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე
  • ალექს აზარი მართლმადიდებელი ქრისტიანია. არის რესპუბლიკური პარტიის მომხრე და წვლილი შეიტანა მაიკ პენსის, ჯებ ბუშისა და დონალდ ტრამპის კამპანიებში. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top