სერგო ბირკაძე (38 წლის)
  • თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი
  • 16 იანვარი, 1981 წელი - დაიბადა ხაშურში
  • დაამთავრა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი იურიდიული და პოლიტიკური საქმიანობით. ის წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2007 წელს ის ფინანსთა მინისტრის მთავარი მრჩეველი გახდა, რამდენიმე თვეში კი იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი. ამ თანამდებობაზე მან, დაახლოებით, 3 წელი იმუშავა, შემდეგ, კი თავად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სტატუსი მოირგო. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, მისი კარიერული წინსვლა არ შეჩერებულა და პირიქით, წარმატებულად განვითარდა კიდეც. 2014 წელს, ის ფინანსთა სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, შემდეგ კი იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. მალევე, თბილისის მერმა კახი კალაძემ ის სამუშაოდ თბილისის მერიაში მიიწვია და მერიის იურიდიული სამსახური მას  ჩააბარა. 2017 წელს, როდესაც მერიაში 19 კომისია გაუქმდა, ბირკაძემ ეს დადებით ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომისიების ხუმრობის საგნად გახდომა, ნამდვილად ობიექტური იყო.  ისინი, ხომ უბრალოდ სათათბირო ორგანოს წარმოადგენდნენ და მხოლოდ, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდნენ.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იგი თავისი საქმიანობის პარალელურად, ლექტორის პოზიციასაც ითავსებდა და საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში ასწავლიდა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top