რიკ პერი (69 წლის)
  • აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი
  • 04 მარტი, 1950 წელი - დაიბადა ჰასკელში
  • 1972 წელს დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტი A&M და მოიპოვა ბაკალავრის დიპლომი ვეტერინარიაში.

  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ა.შ.შ -ის რიგით 14-ე ენერგეტიკის მინისტრი და ტეხასის შტატის ყოფილი გუბერნატორი.
    პოლიტიკური კარიერა 1984 წელს დაიწყო, როდესაც დემოკრატი რიკ პერი ტეხასის წარმომადგენლობიტ პალატაში აირჩიეს. 1989 წელს, პერიმ გამოაცხადა, რომ პარტიას იცვლიდა და რესპუბლიკურ პარტიაში გადავიდა. 1991 წლიდან 1998 წლამდე სოფლის მეურნეობის კომისრად მსახურობდა. 1998 წელს რიკ პერი რეკონსტრუქციის შემდეგ, პირველი რესპუბლიკელი ვიცე-გუბერნატორი გახდა. 2000 წლის 21 დეკემბერს, მას შემდეგ რაც გუბერნატორის პოსტი ჯორჯ ბუშმა დატოვა,  რიკ პერიმ აღნიშნული პოსტი ოფიციალურად დაიკავა. 2008 წელს პერიმ გამოსცა წიგნი „ჩემი ღირსების შესახებ“, რომელშიც ის თავისი რელიგიური შეხედულებების შესახებ საუბრობს.
    2011 წლის აპრილში, პერიმ განაცხადა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ძლიერი კონკურენციისა და ნაკლები მხარდაჭერის გამო, პერიმ თავისი კანდიდატურა მოხსნა და თავის ყოფილ მოწინააღმდეგეს, ნიუტ გინგრიჩს დაუჭირა მხარი. 2013 წლისთვის, პერი გახდა ტეხასის შტატის პირველი გუბერნატორი, რომელიც ყველაზე დიდხანს იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას. 2015 წლის ივნისში, რიკმა განაცხადა, რომ კვლავ აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. საარჩევნო კამპანიის დროს პერი აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის კანდიდატურას. ერთ-ერთ გამოსვლაში მან ტრამპს „კონსერვატიზმის კიბო“ უწოდა. მიუხედავად ამისა, 2016 წლის მაისში პერი არჩევნებს გამოეთიშა და დონალდ ტრამპს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.
    მას შემდეგ, რაც 2016 წლის 8 ნოემბერს დონალდ ტრამპა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რიკ პერი ენერგეტიკის მინისტრად დანიშნა.  აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რიკ პერის კიევში შეხვდა. ამის შესახებ, ა.შ.შ -ის ენერგეტიკის მინისტრმა Twitter-ზე დაპოსტა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან საქართველოსა და უკრაინის ენერგოუსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის გზებზე ისაუბრეს. 

  • ჰყავს ხოლი - მარი ანიტა ტიგპენი, რომელზეც 1982 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. მშობლები - ჯოზეფ და ამელია პერი, ფერმერები. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
ეს პერსონა
Top