ელენ დეჯენერესი (61 წლის)
  • ამერიკელი კომიკოსი, ტელეწამყვანი, ლგბტ უფლებადამცველი
  • 26 იანვარი, 1958 წელი - დაიბადა ლუიზიანაში
  • სწავლობდა ნიუ ორლეანის კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე. სწავლას პირველი სემესტრის დამთავრების შემდეგ თავი დაანება. 

  • ტელეწამყვანი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი და ტელეწამყვანი ისეთი კომედიური გადაცემებისა, როგორიცაა „Ellen“ და „The Ellen DeGeneres Show“. ასევე, ელენ დეჯენერესი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს  გეი/ლესბოსელი თემისთვის.
    დეჯენერესმა კარიერა პატარა კლუბებსა და ყავის სახლებში „სტენდაფ კომედის“ შესრულებით დაიწყო. 1980-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის მასშტაბით მოაწყო ტურნე, ხოლო 1984 წელს „Showtime“-მა ელენი ამერიკაში ყველაზე მხიარულ ადამიანად დაასახელა. დეჯენერს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „კონუსის თავიანები“(1993), „მისტერ შეცდომა“(1996), „ედი ტელევიზიიდან“(1999), „სასიყვარულო წერილი“(1999). 
    1994 წლიდან 1998 წლებში სატელევიზიო კომედიური გადაცემა „Ellen“-ის წამყვანი გახდა. 1997 წელს შოუ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. ყოველივე ეს კი,  შემდეგმა ფაქტმა განაპირობა: დეჯენერესი გახდა პირველი კომედიური წამყვანი, რომელმაც პირდაპირ ეთერში, ღიად განაცხადა მისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ. ამ ფაქტს საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. ABC-ის შვილობილმა კომპანიებმა ბირმიგემსა და ალაბამაში, საერთოდ უარი განაცხადეს ამ ეპიზოდის გაშვებაზე. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ გადაცემა 1998 წელს დაიხურა.
    მიუხედავად ამისა, ელენი არ გაჩერებულა და ჰოლივუდში სხვადასხვა როლების მორგებას აგრძელებდა. 2003 წელს წამოიწყო საკუთარი შოუ „The Ellen DeGeneres Show“. გადაცემა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხუთ სეზონში 20 ემის ჯილდო მოიპოვა. 
    სატელევიზიო მოღვაწეობის გარდა, ელენი ცხოველთა და LGBTQ უფლებების აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, 2016 წელს ბარაკ ობამამ თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. 2018 წლის მონაცემებით, ელენი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიროვნებაა ჰოლივუდში. მისი ქონება 87 მილიონ დოლარად არის შეფასებული. Forbes-მა 2015 წელს, ელენი მსოფლიოში  50 ყველაზე ძლიერ ქალს შორის დაასახელა.

  • ჰყავს მეუღლე - პორტია დე როსი, მოდელი და მსახიობი, რომელზეც 2008 წელს იქორწინა. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ფინქთან, ჯენიფერ ანისტონთან, რიზ ვიზერსპუნთან, კეიტი პერისთან, ლედი გაგასთან, ოპრა ვინფრისთან...

  • მისი ჰობია ცეკვა, ჩოგბურთის თამაში და ანტიკვარული სარკეების კოლექტირება.
  •  

     

ეს პერსონა
Top