რენდ პოლი (56 წლის)
  • ამერიკელი სენატორი კენტუკის შტატიდან
  • 07 იანვარი, 1963 წელი - დაიბადა პიტსბურგში
  • 1981–1984 წლებში სწავლობდა ბეილორის უნივერსიტეტში, თუმცა ბაკალავრის დიპლომი ვერ მოიპოვა. შემდგომ, სწავლა განაგრძო დუკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. 1988 წელს მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი.

  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც რესპუბლიკელი სენატორი კენტუკის შტატიდან და ა.შ.შ-ის ყოფილი სენატორის, რონ პოლის შვილი.
    უნივერსიტეტში სწავლისას ის ჩართული იყო სხვადასხვა კონსერვატული ორგანიზაციის საქმიანობაში. ის ასევე მუშაობდა მამამისის 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, პოლიტიკაში მოსვლამდე ის ოფთალმოლოგად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაარღვია პირობა და გადასახადები გაზარდა, ამის საპასუხოდ რენდ პოლმა 1994 წელს დააფუძნა ჯგუფი „კენტუკის გადამხდელთა კავშირი“, რომელიც ბუშის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. რენდ პოლი არის თანაავტორი წიგნისა „ჩაის პარტია მიდის ვაშინგტონში“(2011) და ასევე, ავტორი წიგნისა „სამთავრობო მჩაგვრელები“(2012). პოლი 2013 და 2014 წლებში ჟურნალ Time- ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში  შედიოდა. 
    2009 წლის 5 აგვისტოს რენდ პოლმა განაცხადა, რომ ა.შ.შ-ის სენატის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 2010 წლის არჩევნებში, დემოკრატი ოპონენტის, კეკ კონვეის დამარცების შემდეგ, პოლი ა.შ.შ -ის სენატორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მამამისი, რონ პოლი აშშ-ის წარმომადგენლობათა პალატაში იკავებდა თანამდებობას. ეს იყო პირველი პრეცედენტი ამერიკის ისტორიაში, როდესაც სენატორის მშობელს ასეთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა. აღსანიშნავია, რომ რენდ პოლმა თავისი კანდიდატურა რესპუბლიკური პარტიიდან 2016 წლის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე წარადგინა, მაგრამ რესპუბლიკელების პრაიმერიზში აიოვის შტატში 4,5%-ით მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და კანდიდატურა მაშინვე მოხსნა. 
    მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რენდ პოლს არაერთხელ გაუკეთებია პრო-რუსული განცხადებები, რაც სენატორ ჯონ მაკეინისა და რენდ პოლის დაპირისპირების საბაბი გახდა. ჯონ მაკეინმა სენატის კომიტეტეზე გამართული პოლემიკის შემდეგ, რენდ პოლზე თქვა, რომ „კენტუკის შტატის სენატორი რენდ პოლი ახლა ვლადიმირ პუტინისთვის მუშაობს“. 2018 წლის აგვისტოში ის იმყოფებოდა მოსკოვში და განაცხადა, რომ აშშ-მა უფრო აქტიური დიალოგი უნდა აწარმოოს რუსეთთან და ღია უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის არხები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს რესპუბლიკელი სენატორი საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის დაბლოკვას ითხოვს. ამის მიზეზი უცნობია.  

  • ჰყავს ცოლი - კელი პოლი, მწერალი. ჰყავთ სამი შვილი.
    დედა - ქეროლ პოლი, ხოლო მამა - რონ პოლი, პოლიტიკოსი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top