სუსან კოლინსი (67 წლის)
  • ამერიკელი სენატორი მენის შტატიდან
  • 07 დეკემბერი, 1952 წელი - დაიბადა კარიბუში
  • 1975 წელს დაამთავრა წმინდა ლოურენსის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში.

  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი პოლიტიკოსი და სენატორი მეინის შტატიდან. 
    სიუზან კოლინსმა 1975 წელს სენატორ უილიამ კოჰენის პერსონალის ასისტენტად დაიწყო მუშოაბა. 1987 წელს შეუერთდა გუბერნატორ ჯონ მაკერნან უმცროსის კაბინეტს, სადაც პროფესიული და ფინანსური რეგულირების განყოფილების კომისრად მუშობდა. აშშ-ის მცირე ბიზნესის ადმინისტრირების რეგიონულ დირექტორად მუშაობის შემდეგ, კოლინსი 1993 წელს მსაჩუსეტსის მთავრობის მთავარი ფინანსური ოფიცერის მოადგილედ აგრძელებს მუშაობას. 1994 წელს კოლინსი დაბრუნდა მეინში და შტატის  გუბერნატორის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ანგუს კინგთან დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, კოლინსმა 1996 წელს სენატის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბრენანის დამარცხების შემდეგ, ის სენატორად აირჩიეს. სიუზან კოლინსი სენატში ხელმეორედ აირჩიეს 2002, 2008 და 2014 წლებში. 
    სენატში მუშაობის დროს, კოლინსი ოპონენტებისგან არაერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მემარჯვენე იდეოლოგიის კოლეგები, რომლებიც სენატორს „არასრულყოფილ რესპუბლიკელად“ მოიხსენიებდნენ, რადგან კოლინს სენატის დემოკრატ წევრებთან და პრეზიდენტ ბარაკ ობამასტან სურდა თანამშრომლობა. პარტიის უმრავლესობასთან დაპირისპირების მიუხედავად, მან ქორწინების თანასწორობას, იარაღის კონტროლს და აბორტის უფლებებს დაუჭირა მხარი. 2016 წელს სენატორი დიდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. სიუზანმა გაზეთ „The Washington Post“-ში გამოაქვეყნა ოპედი, სადაც დაწერა, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა. 

  • ჰყავს ქმარი - თომას დეფრონი, ლობისტი, რომელზეც 2012 წელს იქორწინა. მშობლები - პატრიცია და დონალდ კოლინსები. ორივე მათგანი ქალაქ კარიბოუს მერის პოსტს იკავებდნენ.

  • არის ამერიკის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top