ანგუს კინგი (76 წლის)
  • ამერიკელი სენატორი
  • 31 მარტი, 1944 წელი - დაიბადა ვირჯინიაში
  • 1966 წელს დაამთავრა დართმუზის კოლეჯის ლიბერალურ ხელოვნებათა საბაკალავრო პროგრამა; 1969 წელს კი ვირჯინიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი სენატორი და მეინის შტატის გუბერნატორი.
    პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, კინგი კერძო სამართალში გადიოდა პრაქტიკას. 1970 წელს მუშაობდა, როგორც აშშ-ს სენატის ქვე-კომიტეტის მთავარი მრჩევლი ალკოჰიზმისა და ნარკოტიკების საკითხებში. 1970-იანი წლების შუა ხანებში, კინგი მსახურობდა აშშ-ს დემოკრატი სენატორის, უილიამ ჰეთევეის თანაშემწედ. 
    1993 წელს კინგი მეინის შტატის გუბერნატორად აირჩიეს. 1998 წელს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ, კინგი მეორე ვადით აირჩიეს გუბერნატორის პოსტზე. მმართველობის პერიოდში, ის იყო ერთადერთი გუბერნატორი აშშ-ში, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ იყო ასოცირებული. 2002 წელს გუბერნატორმა მეინის შტატში წამოიწყო პროგრამა „Maine Learning Technology Initiative“, რომელიც მიზნად ისახავდა შტატის ყველა საშუალო სკოლის სტუდენტების ლეპტოპებით უზრუნველყოფას. ოფისის დატოვების შემდეგ, 2003 წელს კინგი თავის ოჯახთან ერთად  ამერიკაში სამოგზაუროდ წავიდა. 33-ი შტატის მონახულების შემდეგ, ისინი ალექსანდრიაში დაბრუნდნენ.
    2012 წლის 6 ნოემბერს, დემოკრატი სინტია დილის დამარცხების შემდეგ, კინგი მეინის შტატის დამოუკიდებელი სენატორი გახდა. 

  • ჰყავს ცოლი - მერი ჰერმანი და ოთხი შვილი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
ეს პერსონა
Top