ბენ კარდინი (76 წლის)
  • ამერიკელი პოლიტიკოსი და სენატორი
  • 05 ოქტომბერი, 1943 წელი - დაიბადა ბილტმორში
  • 1964 წელს დამთავრა მერილენდის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალვრის ხარისხი სამართალში. 1967 წელს დაამთავრა მერილენდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი პოლიტიკოსი და ა.შ.შ-ის სენატორი მერილენდიდან. 
    კარდინი პოლიტიკაში ჯერ კიდევ იურიდიულ სკოლაში სწავლისას ჩაერთო. 1967 წლიდან 1986 წლამდე მერილენდის დელეგატთა სასახლეში მსახურობდა. 1986 წელს აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც ის ათი ვადით მსახურობდა(1987-2007). განსაკუთრებულად იყო ჩართული იმ საკანონმდებლო საქმიანობაში, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობას ეხებოდა და მხარი დაუჭირა ბავშვთა დახმარების გაფართოებას. 
    2007 წელს რესპუბლიკელი კანდიდატის დამარცხების შემდეგ, კარდინი გახდა ზედიზედ მესამე წარმომადგენელი მერილენდიდან, რომელიც სენატორად აირჩიეს. აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება საქართველოსადმი. ის გახლავთ საქართველოს ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი. 2018 წლის 18 ივლის სენატორმა ბენ კარდინმა აშშ-ის კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გამართული მოსმენისას განაცხადა, რომ: „მიუხედავად გარკვეული მომენტებისა, ნატო-ს საბოლოო დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ნატო-ში. ჩვენ ამის ერთგული ვრჩებით. ჩვენ გვსურს ბატონ პუტინს გავაგებინოთ, რომ ნატო-ში საქართველოს მიღება მას არ ეხება. ეს არის ქართველი ხალხისა და ნატო-ს პარტნიორების გადასაწყვეტი“.

  • ჰყავს ცოლი - მირნა ედელმანი, მასწავლებელი, რომელზეც 1964 წელს იქორწინა. ჰყავს შვილი - დებორა. მათმა ვაჟმა, მაიკლმა 1998 წელს თავი მოიკლა. მამა - მეიერ კარდინი, ხოლო დედა - დორა კარდინი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top