ჯონ კორნინი (68 წლის)
  • ამერიკელი სენატორი
  • 02 თებერვალი, 1952 წელი - დაიბადა ჰიუსტონში
  • 1973 წელს დაამთავრა ტრინიტის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. 1977 წელს წმინდა მარიას უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი, ხოლო 1995 წელს კი ვირჯინიის უნივერსიტეტში  სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკელი პოლიტიკოსი და იურისტი, რომელიც 2002 წლიდან ტეხასის შტატის სენატორის პოსტს იკავებს. 
    1984 წლიდან 1990 წლამდე, ის სან-ანტონიოს საოლქო მოსამართლედ მუშაობდა. 1990 წელს კორნინი რესპუბლიკელად აირჩიეს ტეხასის უზენაეს სასამართლოში, სადაც ის 7 წელი მუშაობდა. 1998 წლიდან მან ტეხასის გენერალური პროკურორის პოსტი დაიკავა და გახდა პირველი რესპუბლიკელი, რომელმაც 1877 წლის შემდეგ შეძლო აღნიშნული თანამდებობის დაკავება. 
    ჯონ კორნერი აშშ-ის სენატში პირველად 2002 წელს აირჩიეს და ამჟამად, მესამე ვადით აგრძელებს მუშაობას. ის არის სენატის ფინანსური, სადაზვერვო და სასამართლო კომიტეტების წევრი, სადაც 28 მილიონი ტეხასელის სახელით კანონპროექტების მიღებაში იღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერს, სენატორ ჯონ კორნინს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს.

  • ჰყავს ცოლი - სენდი ჰანსენი და ორი შვილი. დედა - ათოლინ კორნინი, ხოლო მამა - ჯონ კორნირი, ა.შ.შ-ის საჰაერო ძალების პოლკოვნიკი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს ტედ კრუზთან, ხოაკინ კასტროსთან, ჯო მაკომბთან...

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top