თამარ ბაღაშვილი
  • სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი
  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი. მისი სახელი ასოცირდება პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან, რადგან არსებობს მოსაზრებები, რელევანტური დასკვნები, დაკვირვების შედეგები, რომ თავად ეს მედია საშუალება, მთლიანად ამ პარტიის იდეოლოგიის გამტარი და აპოლოგეტია. იგი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ჟურნალისტი იყო. 20 ივნისის ღამეს, ბაღაშვილი აშუქებდა პარლამეტის წინ მიმდინარე აქციას, რა დროსაც სამართალდამცავების მიერ რეზინის ტყვიით ხელში დაიჭრა.

  • ჰყავს ქალიშვილი და შვილიშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • კრიტიკულობის მიუხედავად, ბაღაშვილს არასდროს მოუმზადებია მამხილებელი რეპორტაჟები „ნაციონალური მოძრაობის“ „ფეისების“ წინააღმდეგ. მის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ რეპორტაჟს შორისაა მიხეილ სააკაშილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა „კრაკოვეცთან“ და „ციანიდის საქმის“ მოწმეების წინააღმდეგ მომზადებული სიუჟეტი, რის შედეგადაც ერთ-ერთმა მომწმემ პროკურატურასაც მიმართა და ჟურნალისტი საქმეზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა. ადვოკატი ირმა ჭკადუა აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა იცოდა ისეთი დეტალები, რომელიც დახურული სასამართლო პროცესის პირობებში არ უნდა სცოდნოდა და მისი გავრცელება კანონით იყო აკრძალული. 2018 წელს, დავით მახარაშვილმა, ასევე ქარტიაში უჩივლა ბაღაშვილს, სამხედროების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო და ქარტიის პირველი, მესამე და მეთერთმეტე პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა ის. „რუსთავი 2-ის“ გარდა ის მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში. „ნანუკას შოუში“ მან განაცხადა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, თუმც მისი დამარცხება შეძლო.

ეს პერსონა
Top