ანა ნაცვლიშვილი (34 წლის)
  • უფლებადამცველი
  • 31 დეკემბერი, 1984 წელი
  • 2006 წელს დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 2007 წელს მიენიჭა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) სამართლის მაგისტრის წოდება. 2013 წელს The University of Essex -ის სამართლის მაგისტრის წოდება.

     

  • იურისტი
  • საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პერიოდიდან. მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიწვია საკუთარ ადმინისტრაციაში. გამოირჩევა კორექტულობითა და ზომიერებით და ამავე დროს არის ძალიან პრინციპული და კვალიფიციური უფლებადამცველი. 2017 წელს მიენიჭა "წლის უფლებადამცველის" წოდება. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • საქართველო
  • ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი
  • 2014-2017 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" ხელმძღვანელი. 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით იყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი. 

ეს პერსონა
Top