მიშა კაჭკაჭიშვილი (52 წლის)
  • Esplanade Studios-ს მფლობელი
  • 23 თებერვალი, 1968 წელი
  • სწავლობდა ახალ ორლეანში ლიოლას უნივერსიტეტში

  • მუსიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ახალ ორლეანში მდებარე ხმის ჩამწერი სტუდია Esplanade Studios-ის მფლობელი და ხმის ჩამწერი რეჟისორი.

  • უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, იგი რამდენიმე წელი ბასგიტარაზე უკრავდა, შემდეგ გადაწვიტა, რომ ხმის ჩამწერი სტუდია გაეხსნა, სადაც, როგორც 1, ასევე 100 კაცის ჩაწერის საშუალება ექნებოდა. ამიტომ, შეიძინა ეკლესიის ძველი შენობა და გახსნა სტუდია, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალ ორლეანში. აღსანიშნავია, რომ, ის ასევე ყველაზე დიდი სტუდიაცაა და იქ იწერება ლუიზიანის ფილარმონიის 75-კაციანი ორკესტრის ალბომები. Esplanade Studios-ში ნამყოფია ერიკ კლაპტონი, ბიონსე, ჯონ ლეჯენდი, ჰარი კონიკი და სხვა. ის, არის ქართველი ხმის რეჟისორი, რომელიც მუშაობდა სამ ოსკაროსან ფილმზე: „მწვანე წიგნზე“, შავი კლანის კაცზე“ და ვარსკვლავი დაიბადაზე“. აღსანიშნავია, რომ „მწვანე წიგნმა“ ოსკარზე საუკეთესო ფილმის პრიზი მოიგო. 
    ფილმების გარდა, მის სტუდიაში ჩაწერილა სხვადასხვა ჯგუფისა თუ შემსრულებლის ალბომები. მაგ. რამდენიმე თვის წინ მუშაობა დაასრულა რიკი ლი ჯონსის ალბომზე. 
    რამდენიმე თვის წინ, სტუდიის გვერდზე, მან გახსნა რესტორანი, რომელსაც დედის სახელი „ლამარა“ დაარქვა. თავად წლებია, რაც ვეგეტარიანელია, ამიტომ რესტორანიც მხოლოდ მსუბუქ და ჯანსაღ ვეგეტარიანულ კერძებს სთავაზობს მომხმარებელს. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top