ცოტნე გამსახურდია
  • საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი
  • დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი. ზვიადის მკვლელობის შემდეგ, ცოტნე თავის ოჯახთან ერთად დევნილობაში წავიდა და ჯერ ჩეჩნეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი რუსეთში. 1999 წელს მას მკვლელობის მცდელობა დაბრალდა. არსებული ინფორმაციით მან წყალბურთელი ავთანდილ მაღლაკელიძე დაჭრა, თუმცა საქმე მალევე დაიხურა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი ბათუმის მერის თანაშემწე გახდა. გარკვეული პერიოდის მანძილზე, ცოტნე მეცნიერებით დაკავდა და მედიის თვალსაწიერიდან გაქრა. 2009 წელს, ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით და იარაღის უკანონო ტარების გამო დააპატიმრეს. მას, ასევე ბრალად ედებოდა, რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟი და მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვა. გამოუქვეყნეს ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც იგი თბილისის საელჩოში მომუშავე რუს დიპლომატს ხვდებოდა. ცოტნე თავს დამნაშავედ არ ცნობდა და ციხეში ყოფნის პერიოდში გარკვეული ხანი შიმშილობდა. ამის გამო, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ხერხემლის ტკივილების გამო, იგი მედიკამენტურ დახმარებასაც კი ითხოვდა, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს, თვით „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებიც კი არ უწევდნენ დახმარებას. იმ პერიოდში, „წითელ ჯვარს“ სანდრა რულოვსი ედგა სათავეში. ცოტნეს თქმით, სწორედ პირველი ლედის თაოსნობით, ეკრძალებოდათ ამ ორგანიზაციის წევრებს მისთვის წამლის მიცემა. მისი დაპატიმრების შემდეგ, ქუჩებში გამოჩნდა წარწერები „თავისუფლება ცოტნეს“. 2012 წელს, სააკაშვილმა პატრიარქის ლოცვა კურთხევით შეიწყალა და გაათავისუფლა იგი.
    ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ცოტნემ გააგრძელა ბრძოლა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით. მართავდა აქციებს, აწყობდა გამოსვლებს და ხელისუფლებას სთხოვდა თავიდან გამოეძიებინა ეს საქმე. 2015 წელს  მართლაც განახლდა ეს პროცესი, თუმცა 3 წელიწადში ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა, ამიტომ არსებული კანონმდებლობის გამო საქმე უნდა დახურულიყო. ცოტნე გამსახურდიამ, ამის გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო და მთავრობას მოუწოდებდა, რომ ეს ფაქტი არ დაეშვათ. იგი ამბობდა, რომ პროკურატურას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა ეს მკვლელობა გაეხსნა, მაგრამ ამას არ აკეთებდა.
    ცოტნე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ მიმართ. კრიტიკულ, ცინიკურ, შეურაცხმყოფელ პოსტებს არ აკლებს მათ.


     

  • მეუღლესთან განქორწინებულია, ჰყავს შვილი. დედასთან - მანანა არჩვაძესთან, საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს და როგორც, შეუგნებელს, უგუნურს და პატივმოყვარეს ისე მოიხსენიებს მას. ცოტნეს თქმით, დედამისმა იგი ფსიქიკურად დაავადებულად გამოაცხადა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
ეს პერსონა
Top