ირაკლი გვილავა (31 წლის)
  • თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი
  • 09 დეკემბერი, 1987 წელი - დაიბადა აბაშის რაიონში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი. 2014 წელს ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურზე და დღემდე, მოქმედი სტუდენტია.  არის დიპლომირებული მედიკოსი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და პროფილაქტიკურ მედიცინაში

  • მედიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი. იგი ამ მიმართულებას 2 წელია კურირებს და ფიქრობს, რომ ამ პერიოდში მისმა სამსახურმა განახორციელა ყველაფერი, რაც დაგეგმილი ჰქონდა. განსაკუთრებით კი გამოარჩევს მეცამეტე ახალგაზრდულ ოლომპიურ ფესტივალს და თბილისის სუპერთასს. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში მას, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. სწორედ, ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს, იგი დასახელებულ იქნა იმ რამდენიმე ჩინოვნიკს შორის, რომელთა ხელფასებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასს ბევრად აღემატება. 2017 წლისთვის, მისი შემოსავალი 66 ათასზე მეტი იყო.

  • არ არის დაოჯახებული

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2014 წლიდან დღემდე არის თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი. 2013-2015 წლებში იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მუშაობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა პროფესიული განვითარების სამსახურში.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top