ეკა ხოფერია (47 წლის)
  • ჟურნალ "სითის" რედაქტორი
  • 09 ივლისი, 1972 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ჟურნალისტი
  • ეკა ხოფერია საზოგადოებამ სატელევიზო თოქ-შოუებიდან გაიცნო. ჟურნალისტური კარიერა მან 1998 წელს „რუსთავი 2“-ზე დაიწყო, სადაც ჯერ რეპორტიორი, შემდეგ კი პოლიტიკური თოქ-შოუს „თავისუფალი თემის“ წამყვანი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა, თუმცა, 2006 წელს მან გადაცემა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემას ეძღვნებოდა, პირდაპირ ეთერში  შეწყვიტა და ტელეკომპანია დატოვა. „რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ ეკა ხოფერია ტვ „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი იყო. ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილთან ერთად ის უძღვებოდა ცნობილ მეგაშოუს „დიდი ათეული“. ამჟამად ეკა ხოფერია ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელი და მთავრი რედაქტორია.

  • ჰყავს მეუღლე მიხეილ ხუჯაძე და სამი შვილი ქალიშვილი - ანანო ლევიძე და ვაჟები ნიკოლა და იკა
  • საქართველო
  • ეკას მეგობრები არიან ცნობილი სახეები შოუ ბიზნესიდან, მედიიდან,
ეს პერსონა
Top