მაიკ პენსი (60 წლის)
  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
  • 07 ივნისი, 1959 წელი - დაიბადა კოლუმბუსში, აშშ-ში
  • 1981 წელს დაამთავრა ჰანოვერის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ისტორიაში. 1986 წელს კი, ინდიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დაამთავრა და მოიპოვა დოქტორის ხარისხი სამართალში. 

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, ინდიანას შტატის ყოფილი გუბერნატორი და ამერიკის 48-ე ვიცე-პრეზიდენტი.
    იურიდიული სკოლის დამთავრების შემდეგ, მაიკ პენსი კერძო ადვოკატად მუშაობდა. 1988 და 1990 წლებში კონგრესში ადგილის მოსაპოვებლად იყარა კენჭი, თუმცა ორივე წარუმატებლად დამთავრდა. 1991 წელს იგი გახდა კონსერვატიული რადიოს „WRCR-FM“ წამყვანი, რომელსაც 1999 წლამდე უძღვებოდა. 1995 წლიდან 1999 წლამდე, პენსი იყო “ The Mike Pence Show”-ს წამყვანი. 2000 წელს კვლავ მიიღო კონგრესის არჩევნებში მონაწილეობა, რომელშიც გაიმარჯვა და ა.შ.შ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოიპოვა ადგილი. კონგრესში მაიკ პენსმა მალევე აჩვენა, რომ არ ეშინია რესპუბლიკური პარტიის შეხედულებების წინააღმდეგ წასვლა. მიუხედავად ამისა, მან სახელი მოიხვეჭა, როგორც „ქრისტიანმა, კონსერვატორმა და რესპუბლიკელმა“, რომელსაც  „ძლიერი მრწამსის კაცად“ ახასიათებდნენ. 2005 წელს, პენსი რესპუბლიკური პარტიის კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს. 
    2011 წელს მაიკ პენსმა განაცხადა, რომ მომდევნო წელს ინდიანას გუბერნატორის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რესპუბლიკელმა პენსმა მოახერხა დემოკრატი კანდიდატის, ჯონ გრეგის დამარცხება და გახდა ინდიანას შტატის რიგირთ 50-ე გუბერნატორი. 2016 წლის დასაწყისში, პენსი მედიი ყურადღების ცენტრში მოექცა. ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად წარადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ პენსი ტრამპის შეხედულებებს მთელ რიგ საკითხებში არ იზიარებდა, თვლიდა, რომ მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ჰქონდა კონსერვატორი ამომრჩევლებისგან და შემოთავაზებას დათანხმდა. 2016 წლის 15 ივლისს, დონალდ ტრამპმა Twitter -ის მეშვეობით, პენსის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ერთი დღის სემდეგ გამართულ პრესს-კონფერენციაზე, ტრამპმა პენს „ღირსეული, პატიოსანი და ძლიერი ადამიანი“ უწოდა. 
    2016 წლის 8 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დაინიშნა, თუმცა საქმიანობას პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ, 2017 წლის 20 იანვარს შეუდგა. 
    აღსანიშნავია, რომ მაიკ პენსი 2018 წლის ივლისში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, ასევე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

  • ჰყავს ცოლი - კარენ პენსი, მასწავლებელი, მხატვარი, რომელზეც 1985 წელს იქორწინა. ჰყავთ სამი შვილი.
    დედა - ნენსი პენსი, ხოლო მამა - ჯოზეფ პენსი, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
ეს პერსონა
Top