ანა არგანაშვილი (40 წლის)
  • ა/ო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წევრი
  • 02 სექტემბერი, 1979 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა; გაიარა ოკუპაციური თერაპიის მაგისტრატურა დიდი ბრიტანეთის, დანიის, შვედეთისა და ჰოლანდიის უნივერსიტეტებში.

  • ფსიქოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველი. იგი აქტიურად ლობირებს ამ საკითხებს. ხშირად საუბრობს, ამ თემებზე როგორც მედიასთან, ასევე კონფერენციებზე. მას არ აქვს კონკრეტული ნიშა და მიმართულება. განიხილავს ყველა ფაქტსა თუ მოვლენას, რომელიც არღვევს ქალებისა და ბავშვების უფლებებს ან უბრალოდ სამართლის კუთხით შეეხება მათ. ხშირად ისმის მისი უკმაყოფილება სოციალური სამსახურების, სახელმწიფოს, მშობლებისა თუ სკოლის/ბაღის დირექტორების მიმართ დაუდევრობის, უყურადღებობის, არაკვალიფიციურობის გამო

  • არის დაოჯახებული

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • აინტერესებს სამოქალაქო უფლებები და ფსიქოლოგია. საყვარელი ფრაზაა „ზოგიერთმა თქვენგანმა სიკვდილს მოატყუა და უფრო ძლიერი დაბრუნდა, ვიდრე იყო“.
  • ამჟამად, ის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრია. 2018-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ერევნის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. მუშაობდა ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრ „აისში“; იყო მ.ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის სტაჟიორი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top