ზალიკო ბერგერი (44 წლის)
  • დიზაინერი
  • 02 იანვარი, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დიზაინერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც დიზაინერი, რომელიც ქართული ბომონდის ყველაზე არაორდინარული სახეა. განსაკუთრებული ლაპარაკის მანერა, ქცევის სტილი (ზოგჯერ ფემინურიც), გამორჩეული, უჩვეულო მიმიკები, უცენზურო სიტყვებით მეტყველება, გულახდილობა - ეს ყველა თვისება მისთვისაა დამახასიათებელი. ერთ დროს ცნობილი დიზაინერი, დიდი ხანია ამ საქმით აღარ არის დაკავებული და ცხოვრება გართობას, მოგზაურობას, მეგობრებს და სასმელს დაუკავშირა. ამბობს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულია და ხშირად, რამდენიმე დღე გადაბმულად სვამს. ამ ბოლო დროს, მისი ფეისბუქ ლაივ ჩართვები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არ ერიდება გინებას და ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. ერთ-ერთ ვიდეოში იგი ბათუმის ინფრასტურქტურას აფასებს და მიშას ჩამოყვანას ითხოვს ამ ქალაქის მერად. სალომე ზურაბიშვილს კი „თითქოს რაღაც სვეცკ დედაბერს“ უწოდებს. მისი ფრაზა „სორი, ბათ ზის იზ თრუ“ საკმაოდ პოპულარულია ინტერნეტმომხარებელში.  ბერგერის ლექსიკა უმრავლეს შემთხვევაში ინგლისური ფრაზეოლოგიის შემცველია. ენის „ცოდნის“ ტირაჟირება თავის წარმოჩენის ერთ-ერთი ხერხია, ალბათ. იგი ხშირად ჩანს სხვადასხვა ტელეგადაცემებში, ტაბლოიდებსა და ჩვენებებზე. მას ჰქონდა საკუთარი შოუ - „ზალიკოს შოუ“. ამბობს, რომ სასმელის გარეშე უჭირს იყოს ისეთი მხიარული, როგორიც ხალხს ახსოვს და უყვარს, ამიტომ ყოველი გადაცემის წინ, ჰქონდა მცდელობა, რომ ალკოჰოლი მიეღო, პროდიუსერი კი სასტიკად უკრძალავდა ამის გაკეთებას, ამიტომ უწევდა, რომ „მხიარული ზალიკოს როლი“ მოერგო და მაყურებლის წინ ეთამაშა. მონაწილეობდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, სადაც დიზაინერ თავზარიკო ცხენიანს განასახიერებდა. სინამდვილეში, ზალიკო გვარად ხეცურიანია. ფსევდონიმი ბერგერი მისი საყვარელი მსახიობის გვარიდან ჰელმუტ ბერგერისგან გადმოიღო.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ზალიკო ქართული ბომონდის უამრავ ცნობილ სახესთან მეგობრობს. განსაკუთრებით ხშირად ჩანს ნინა წკრიალაშვილთან, შორენა ბეგაშვილთან, ზურა ხაჩიძესთან, ქრისტინე იმედაძესთან ერთად.

  • ამბობს, რომ ყველაზე მეტად მისი დაბადების დღე და საჩუქრების მიღება უყვარს. ჰქონია შემთხვევა, როდესაც სტუმარი მასთან საჩუქრის გარეშე მისულა და მას ის უკან გაუბრუნებია. ხშირად ამბობს ფრაზას „ისა რა ჰქვია“. ქართველებიდან ქალის იდეალად, გარეგნული ნიშნით, ია ფარულავა მიაჩნია. აღნიშნავს, რომ სწორედ, მისმა შემხედვარემ გადაწყვიტა თავადაც ბოტოქსის გაკეთება. აინტერესებს დიზაინი და მოდა.
  • შექმნილი აქვს საკუთარი ბრენდული პროდუქცია. მუშაობდა სამკაულების კუთხითაც. 

ეს პერსონა
Top