ბექა გოჩიაშვილი (23 წლის)
  • პიანისტი
  • 11 მარტი, 1996 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა აშშ-ს ჯულიარდის აკადემიაში არსებულ ART-school-ში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ: კიმბროუ, ჰეში, პერესი.

  • მუსიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პიანისტი. „კლავიშის ვუნდერკინდად“ აღიარებულმა ბექამ, დაკვრა 6 წლის ასაკიდან დაიწყო. ჯაზის სიყვარული მამისგან ერგო. მისმა მშობლებმა 3 წლის ასაკში აღმოაჩინეს, რომ მას 100%-იანი სმენა ჰქონდა. 4 წლისას, უკვე სკოტ ჯოპლინის კომპოზიციათა გამეორება შეეძლო. სწორედ, ამ ასაკიდან შეიყვარა ოსკარ პიტერსონი და კიტ ჯარეტი. 2 წელიწადში, ის ჯაზის საუკეთესო მასწავლებელთან ზურა რამიშვილთან მიიყვანეს. რამდენიმე წელი კლასიკას უკრავდა, 9 წლიდან კი, კვლავ ჯაზს დაუბრუნდა და ბებე ლორთქიფანიძის კლუბ „მეოცე საუკუნეში“ დაიწყო დაკვრა. თერთმეტი წლისა, ლატვიაში, საულკრასტის ფესტივალზე აღმოჩნდა, სადაც ლენი უაიტი გაიცნო და მასთან ერთად რამდენიმე კომპოზიციაც კი შეასრულა. მისი წარმატება 2008 წლიდან იწყება. სწორედ, ამ პერიოდში საქართველოში ჩამოსული იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. ბიჭის შესრულებით აღფრთოვანებულმა კონდოლიზამ, იმდროინდელი საქართველოს კულტურის მინისტრის ხელშეწყობითა და მეცენატობით, ბექა აშშ-ში წაიყვანა და მისი დამხარებით, პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტიც გაიცნო. ჯულიარდის ფორტეპიანოს მასწავლებელი კენი ბრაუნი, იმდენად აღფრთოვანდა ბექას მონაცემებით, რომ მისი ასაკის მიუხედავად იგი სკოლაში მიიღო. სწორედ, აქედან იწყება მისი მაღალი დონის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა. 16 წლისამ ჩიკ კორეასთან ერთად ალბომიც კი ჩაწერა. ამ პერიოდიდან მოყოლებული იგი აქტიურად მონაწილეობს მრავალ ჯაზ-ფესტივალში საქართველოსა და აშშ-ში. პატრიოტიზმის გრძნობით აღსავსემ, უარი თქვა რუსეთში დაკვრაზე და 20 ივნისის შემდეგ, გამართულ აქციებშიც, აქტიურად იღებდა მონაწილეობას და მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია.

     

  • ჰყავს მეუღლე. მისი მეჯვარე ცნობილი პოლიტიკოსი ნიკა რურუა იყო, რომელთანაც წლების განმავლობაში მეგობრობდა და რომლის შუამდგომლობითაც, ამერიკაში გაემგზავრა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • აინტერესებს მუსიკა, ჯაზი
  • 2015 წელს გამართა საქველმოქმედო კონცერტი თბილისში, წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top