ბექა გონაშვილი
  • ბლოგერი, ფერმერი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდენობის ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ფერმერი და ბლოგერი. თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. სწავლის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთ ანსამბლის წევრი გახდა და ფოლკლორულ მუსიკას მიჰყო ხელი. იყო გუნდ „ჩვენებურების“ წევრი. 2 წლის მანძილზე მიჰყავდა „არტ-გენი“. 2009 წლიდან დაიწყო საკუთარი ბიზნესი, კერძოდ ცხვრის ექსპორტი. 2011 წელს, დედოფლისწყაროში გააკეთა პატარა ვეტაფთიაქი და ორგანული პროდუქტების რეალიზაციას ახდენდა. იყო მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე და კერძო ექსტენციონისტი. 2019 წელს გახდა საქართველოს ბანკში აგრო მიმართულების კოორდინატორი.

  • ჰყავს მეუღლე და 3 შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2015 წლიდან ინტერნეტგამოცემა „ლიბერალისთვის“ წერს ბლოგებს, აგრო თემატიკასთან, სოფლის-მეურნეობასთან, ფერმერობასთან დაკავშირებით. სურდა, რომ მისი მომავალი პოსტებით მოეხდინა ფერმერთა პოპულარიზაცია  და ტირაჟირება იმისა, რომ ფერმერობა, მხოლოდ ბიზნესმენობა არ არის.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top