მაია გოგოლაძე (56 წლის)
  • პროდიუსერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე
  • 28 იანვარი, 1963 წელი
  • დაამთავრა გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტი

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი. მან და მისმა კოლეგამ, ლია ტოკლიკიშვილმა 90-იან წლებში საგამოძიებო ჟურნალისტიკას დაუდეს სათავე. თავდაპირველად, გაზეთ „7 დღეში“ მუშაობდა. ამზადებდა საგამოძიებო მასალებს აფხაზეთზე და იქ არსებულ სიტუაციაზე, გაგრის დაცემაზე და „გაგრის გმირებზე“. ისინი იმდენად საფუძვლიანად მუშაობდნენ ამ თემატიკაზე და იმდენ ფარულ დეტალებს ამჟღავნებდნენ, რომ ამის გამო მხედრიონელები მათ ემუქრებოდნენ კიდეც. გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გადასვლის შემდეგ, ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „გიორგი სანაის მკვლელობის“ შესახებ. ჟურნალისტური მასალა შეიცავდა ექსკლუზიურ ინფორმაციასაც, თავად მკვლელობის მოტივებსა და მიზეზებზე. პრესაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მაია თავის ერთგულ კოლეგასთან, ლია ტოკლიკიშვილთან ერთად, სატელევიზიო მარათონში ჩაება და „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ახალი გადაცემით წარსდგა. „გამომძიებელი ჟურნალისტი“ ამ სახელწოდებით წამოწყებული ახალი პროექტი, რეზონანსული და სკანდალური თემების გაშუქების გამო, მალე, საკმაოდ რეიტინგული გახდა. 2016 წელს, ამ გადაცემამ საუკეთესო ჟურნალისტური ტელე-რადიო გამოძიების ნომინაციაში ევროკავშირის პრიზი დაიმსახურა.

  • ჰყავს ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ჟურნალისტობის გარდა, აკადემიურ საქმიანობასაც ეწეოდა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top