ნანუკა გუდავაძე (25 წლის)
  • მოდელი
  • 09 იანვარი, 1995 წელი
  • დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მოდელი და ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის მეუღლე. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა. ქორწილში, ულამაზეს Ralph&Russo-ს ცისფერ კაბაში გამოწყობილმა ნანუკამ თავისი უნიკალური გარეგნობით დიდი მოწონება დაიმსახურა. წყვილმა სვეტიცხოველში დაიწერა ჯვარი. როგორც ამბობენ, მათ ერთმანეთი ნანუკას დის სალონში გაიცნეს. ასევე, არსებობს ხმები რომ, გუდავაძის მამა ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარია და მათი ნაცნობობაც ამას უკავშირდება. რაც შეეხება, მისი ოჯახის სტატუსს, იგი ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდანაა, ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თანამდებობის გარეშე. ნანუკა რამდენიმე წელი მოდელად მუშაობდა. 14 წლის ასაკში იყო ბიჭოლას სახე. გამოდიოდა ანუკი არეშიძის ჩვენებებზე. წერდა ბლოგებს მოდის შესახებ.

  • ჰყავს მეუღლე - ბერა ივანიშვილი. ჰყავთ ვაჟი - ბერუკა ივანიშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები.
ეს პერსონა
Top