სერგი კაკალაშვილი (58 წლის)
  • ბიზნესმენი, პოეტი
  • 30 ოქტომბერი, 1961 წელი
  • სწავლობდა ტიუმენის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ბიზნესმენი და პოეტი, რომლის ლექსი მიხეილ სააკაშვილმა 2006 წლის თებერვალში საპარლამენტი სხდომაზე წაიკითხა და ასე იქცა ბიზნემსმენი კაკალაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებად. მას, სააკაშვილის უახლოეს მეგობრად და საყვარელ პოეტადაც მოიხსენიებდნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წელს, ის „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. საკმაოდ ბევრი იწერებოდა ამ თემაზე და აღნიშნავდნენ, რომ სწორედ კაკალშვილის კომპანიებმა დიდი წვლილი შეიტანეს „ქართუს“ გაკოტრების საქმეში. 

  • მეგობრობს: მიხეილ სააკაშვილთან, ვანო მერაბიშვილთან, ლუხუმ კაპანაძესთან

  • სერგი კაკალაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ, საქართველო დატოვა და რუსეთში განაგრძო მოღვაწეობა. უმაღლესი განათლება იქ მიიღო და ბიზნეს საქმიანობაში ჩაერთო. ძირითადად, ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ის დააპატიმრეს და 2 წელი ციხეში გაატარა. 1997 წელს, მან ქვეყანა კვლავ დატოვა და მხოლოდ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაბრუნდა. რამდენიმე წელიწადში ის სააკაშვილის საყვარელ პოეტად იქცა და მისი ლექსი ყოფილმა პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომაზეც კი წაიკითხა. სერგი კაკალაშვილი ამ პერიოდში აქტიურად იყო ბიზნეს საქმიანობაში ჩართული. ფლობდა: „კავკასუს-სერიალ კომპანიას“, „ვიაესტ-ვიტას“, „ხოხობს“, „კახეთის პურს“, ჟურნალ „ცისკარს“, ასევე „ლემისე კომპანიასა“ და „ბათოილს“ ლუხულ კაპანაძესთან ერთად. 2013 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ კაკალაშვილი და კაპანაძე სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა და ბარალდებულად ცნო. კერძოდ, „ლემისე კომპანიამ“ „ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტული ქარხანა“ გარიგების ხარჯზე გაკოტრებულად გამოაცხადა და მინიმალურ თანხად შეიძინა. ამის გამო, სახელმწიფომ 3 მილიონ ლარზე მეტი იზარალა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულად გამოცხადების შემდეგ, მისი დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ამ პერიოდისთვის კაკალაშვილს ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა და საქართველოში მხოლოდ 2016 წელს დაბრუნდა. ასევე, საყურადღებოა, რომ მისი კომპანიები მონაწილეობდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეშიც. აღნიშნული ფაქტებიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ იგი დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და არსებული ხელისუფლების მოწინააღმდეგეა. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top