თემურ ბასილია (62 წლის)
  • საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი
  • 10 მარტი, 1957 წელი - დაიბადა ჩოხატაურის რაიონში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. იგი ამ თანამდებობას 2004 წლამდე იკავებდა. შემდეგ კი, საქართველო დატოვა და უცხოეთში გააგრძელა მოღვაწეობა. 2006 წელს მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, იმჟამინდელი ხელისუფლება მას ქრთამის აღებას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა. კერძოდ, თითქოს მან „ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით დიდი ფულადი თანხა აიღო. 2008 წელს, მას დაუსწრებლად 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაიწყო მისი ძებნა. „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის შემდეგ, იგი აქტიურად ითხოვდა მისი საქმის გადახედვას და აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილსაც კი შეხვდა ამ თემაზე სასაუბროდ. 2018 წელს, სააპელაციო სასამართლომ მას ყველა ბრალდება მოუხსნა და გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. სამშობლოდან 15 წლიანი განშორების შემდეგ, მას საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბასილიას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. როგორც ირკვევა, ოთხმოცდაათიან-ორიათასიან წლებში, მას დიდი დაპირისპირება მოუხდა ზურაბ ჟვანიასთან და მიხეილ სააკაშვილთან. ყველაფერი 1995 წლიდან დაიწყო. როგორც ბასილია ამბობს, სააკაშვილსა და ჟვანიას სურდათ მას პრეზიდენტისთვის მიეწოდებინა ის ინფრომაცია, რომელიც მათთვის იქნებოდა სასარგებლო და მათი გავლენისა და კონტროლის  ქვეშ მოექციათ ის. რაზეც, ვიცე-პრემიერისგან კატეგორიული უარი მიიღეს და ამის გამო სატელევიზიო დებატებშიც კი გამოიწვიეს ის. ასევე, ირკვევა რომ, ბასილია ფლობდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჟვანიას და მის თანამოაზრეებს 102 მილიარდი მანეთი რუსეთის ბანკიდან უნდა გამოეტანათ და საქართველოში გაეთეთრებინათ. თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს ამბავი ნამდვილად არ გამხდარა უთანხმოებისა და მისი დევნის  მიზეზი.

  • ჰყავს მეუღლე მერი გუგუშვილი და ორი ვაჟი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • თემურ ბასილია იყო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, რომელიც ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრეზიდენტის დვალიშვილის თვითმკველობის საქმეს იძიებდა. აღმოჩნდა, რომ დვალიშვილს ჰქონდა ჟურნალი, სადაც შევარდნაძის მითითებით, ყველა გაცემულ სესხსა და კრედიტს აღნიშნავდა. არსებობს მოსაზრება, რომ დვალიშვილმა პროკურატურას ეს ჟურნალი მტკიცებულების სახით გადასცა და პრეზიდენტის ელიტა „ჩაუშვა“ და სწორედ, ეს გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზი. 2004 წელს, მისი ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო ყაზახეთში, შემდეგ უზბეკეთში და ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, სამრეწველო გაერთიანება „განთიადის“ მთავარი ეკონომისტი. ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს და სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას პროგრესულ და წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. 90-იან წლებში მას „რეფორმების მამას“ უწოდებდნენ.

ეს პერსონა
Top