ჯეინ გუდოლი (85 წლის)
  • პრიმატოლოგი და ანთროპოლოგი
  • 03 აპრილი, 1934 წელი - დაიბადა ლონდონში
  • 1965 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მოიპოვა დოქტორის ხარისხი ეთოლოგიაში.

  • ანთროპოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც შიმპანზეების ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი, რომელიც ბოლო 55 წელია შიმპანზეების სოციალურ და ოჯახურ ურთიერთქმედებებს სწავლობს. ჯეინის სახელი ფართო საზოგადოებამ National Geographic-ის 1965 წელს გამოსული ფილმით „მის გუდოლი და გარეული შიმპანზეები“ გაიცნო. 
    ჯეინი პატარაობიდან იყო ცხოველებითა და აფრიკით გატაცებული. ბავშვური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ის 1957 წელს კენიაში, მეგობრის ფერმას ესტუმრა. აქ გაიცნო ცნობილი კენიელი არქეოლოგი და პალეონტოლოგი, ლუის ლიკი, რომლის ხელშეწყობით,  1962 წელს გუდოლი კემბრიჯის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ გუდოლის სკოლის შემდგომ უმაღლესი განათლება არ მიუღია. თუმცა, ტანზანიის გომბეს ეროვნული პარკის ველური შიმპანზეების შესწავლაში შეტანილი წვლილისათვის, ის ჰარვარდის უნივერსიტეტმა მიიღო. 1965 წელს დაწერა სამაგისტრო ნაშრომი - „თავისუფლად მცხოვრები შიმპანზეების ცხოვრება“, სადაც დეტალურად არის აღწერილი გომბეს ნაკრძალში პირველი ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევები. 
    1977 წელს გუდალმა „ჯეინ გუდოლის ინსტიტუტი“ დაარსა, რომელიც გომბეს ეროვნულ პარკში კვლევების ჩატარებას უწყობს ხელს. დღესდღეობით, ორგანიზაციას მსოფლიოში ცხრამეტი ოფისი აქვს, რომლებიც აფრიკაში კომუნაზე ორიენტირებული კონსერვაციისა და განვითარების პროგრამებზეა ფოკუსირებული. არის ვეგეტარიანელი და ცხოველთა უფლებების დამცველი. თავის წიგნში „ფერმის ცხოველების შინაგანი სამყარო“ გუდოლი წერდა, რომ: „ათასობით ადამიანი ამბობს, რომ უყვარს ცხოველები, თუმცა დღეში ერთხელ ან ორჯერ სხდებიან, რათა დატკბნენ ამ ქმნილებათა ხორცით, რომლებსაც უფრო მეტი ხორცის მიღების მიზნით, უპატივცემულოდ და ბოროტად ექცევიან“. 
    2002 წელს, გუდოლი გაეროს მშვიდობის ელჩი გახდა. 2017 წელს, ანჯელინა ჯოლიმ შიმპანზეების მკვლევარზე გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი - „ჯეინის მოგზაურობა“, რომელიც ჯეინ გუდოლის მოგზაურობას და ბავშვობის პერიოდს მიეძღვნა. 2019 წელს, ჟურნალმა „TIME” - მა იგი „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს“  შორის დაასახელა. 

  • პირველ ქმარი - ბარონი, ჰიუგო ვან ლოუვიკი, ფოტოგრაფი. ჰყავთ ერთი შვილი - ჰუგო ერიკ ლუისი. ერთმანეთს 1974 წელს დაშორდნენ.
    მეორე ქმარი - დევიდ ბრისეისონი. ის 1980 წელს კიბოთი გარდაიცვალა.
    მამა - ჰერბერტ მორის-გუდოლი, ბიზნესმენი, ხოლო დედა - მარგარეტ ჯოზეფი, ნოველისტი. 

  • არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე
ეს პერსონა
Top