ზურა ბალანჩივაძე
  • ჟურნალისტი, მსახიობი, სოციალური მედიის მენეჯერი
  • 2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება. არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპას) ჟურნალისტიკის მაგისტრი. 2010 წელს გაუ-თბილისის პიარ სკოლაში გაიარა კურსი „პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“, ხოლო 2011 წელს – Government 2.0.

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პროექტ „ნიჭიერის“ ფინალისტი და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ფავორიტი. მან თავისი თეატრალური გამოსვლებით მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და თავი დაამახსოვრა მათ. მას „მსტვენელსაც“ კი ეძახდნენ. იგი, ასევე აქტიური ბლოგერი და სოციალური მედიის მენეჯერია. აქვს პირადი ბლოგი „zurriuss.ge - უკანასკნელი კესირის ბლოგის“ სახელწოდებით. მისი პირველი სამსახური საკომუნიკაციო სააგენტო „ჯეპრას“ უკავშირდება. აქ დაიწყო მან სოციალური მედიის მენეჯერის განხრით თავისი კარიერული წინსვლა. ამბობს, რომ“ჯეპრას“ პლატფორმა მთლიანად მისი აწყობილია. გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტროში ჯიპას წარმომადგენელი იყო და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში „დედამიწის საათი“, „არამწეველთა სივრცის გამოყოფა“ და ა.შ. ამჟამად, ტელეკომპანია იმედზე „იმედის დილის“ წამყვანად მუშაობს. მისი სიუჟეტები დამახასიათებელი და საინტერესო საყურებელია. თეატრალური ჩანართებთ გაფორმებული რეპორტაჟებით, იგი ზუსტად გადმოგვცემს ჩვენთვის უცნობი ადგილების თავისებურებებს და სხვა კუთხით გვანახებს მათ. მისი, ერთ-ერთი პროფესია ხომ გიდობაცაა. იღებს ტურისტებს ევროპიდან და აცნობს მათ საქართველოს ბუნებას, გარემოს, კულტურას. რუსების მიმართ პირადი დამოკიდებულება აქვს და აღნიშნავს, რომ „რუსული პოლიტიკა არის სიმსივნე“. საკუთარ ფეიბუქ გვერდზე წერს : არც ერთი რუსული მისალმება ახალ აღმაშენებელზე, აწი შეიძლება, ევროპელებსაც ვურჩიო ეს ადგილი“.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ზურა ბალანჩივაძის მთავარი სათქმელია - „ ნუ გაბურღავთ ტვინს უბრალოდ იყავით გულწრფელები, გზავნილი აუდიტორიასთან ყოველთვის მოიძებნება“. 3 წლის ასაკიდან ხატავს, ძირითადად ფანქრებით, კალმებითა და პასტელებით. 4 წლის წინ მოეყო მისი პერსონალური გამოფენა, სადაც გამოტანილი იყო გაზეთის ფაქტურაზე შესრულებული აბსტრაქტული და სურეალისტური ჟანრის ნამუშევრები. უყვარს ვოკალური მუსიკა, სტვენა, სეირნობა და ფოტოგრაფია. გამოირჩევა ჩაცმის სტილითაც, ძირითადად „რეტროს“ სტილში იმოსება. ჩაპლინისეული ქუდი და ხელჯოხი მისი მთავარი ატრიბუტებია. ინსტაგრამზე 9 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
  • 2014 წელს მონაწილეობდა რუსთავი 2-ის პროექტ „ბრავოში“. 2012 წელს პიარ სკოლაში უძღვებოდა სოციალური მედიის კურსს. მუშაობდა „ტაბულას“ ჟურნალისტად. იყო თსუ-ს თეატრალური დასის მსახიობი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top