თეა ადეიშვილი (45 წლის)
  • ჟურნალისტი
  • 22 იანვარი, 1974 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი. ამჟამად მუშაობს გადაცემა P.S-ში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, გიორგი გაბუნიას გადაცემაში ნათქვამმა ადეიშვილის ფრაზამ „არ ვარ თქვენი ცოლივით ლამაზი“, რომელიც კახი კალაძის რეპლიკის პასუხი იყო, („მოუტანეთ სარკე, ჩაიხედოს, რას დაემსგავსა?“) საკმაოდ მაღალი რეზონანსი და გამოხმაურება გამოიწვია მაყურებლებს შორის. თავად, ამ გადაცემამ და ერთგავრმა დებატებმა დიდხანს შეინარჩუნა აქტუალურობა და მოსახლეობას შორის განხილვის საგნად იქცა.

  • ჰყავს მეუღლე გენადი უჩუმბეგაშვილი და ქალიშვილი ნიტა არდიშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს მოგზაურობა და ლიტერატურა
  • 2018 წლის 5 აპრილს გიგა ბოკერიამ თეა ადეიშვილს ეთიკის ქარტიაში უჩივლა. სადავო სიუჟეტი შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას ეხებოდა. ბოკერია მიიჩნევდა რომ, ჟურნალისტმა მაყურებელს არ მისცა შესაძლებლობა რეზოლუციის საკამათო საკითხს გაცნობოდა და მხოლოდ საკუთარი შეფასებით შემოიფარგლა. ასევე, არ გააშუქა ევროპული საქართველოს რესპოდენტთა განმარტებები, რომლებიც ამ თემას შეეხებოდა. პოლიტიკოსი ადეიშვილს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპების დარღვევას ედავებოდა.  

     

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top