ტერეზა მეი (63 წლის)
  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
  • 08 ოქტომბერი, 1956 წელი - დაიბადა ისტბორნში
  • 1977 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი გეოგრაფიის ბაკალავრის ხარისხით.

  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
    პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, ტერეზა მეი 1977-1983 წლებში ინგლისის ბანკში მუშაობდა. 1985 წლიდან კი, ინგლისის ბრიტანეთის საგადასახადო ადმინისტრაციაში, კონსულტანტად იწყებს მუშაობას. პოლიტიკაში 1986 წელს მოვიდა, როდესაც ლონდონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი გახდა. 1997 წლის არჩევნებში ტერეზა მეი პირველად აირჩიეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრად მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქ მეიდენჰედიდან. 2002 წელს ტერეზა მეი გახდა პირველი ქალი, რომელიც კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს.2003-2005 წლებში იყო ჩრდილოვანი მთავრობის ტრანსპორტიის მინისტრი და ამავდროულად კვებისა და ეკოლოგიის მინისტრიც. 2005 წლის მაისიდან დეკემბრამდე კვლავ ჩრდილოვანი მთავრობის კულტურის მინისტრია. 2005 წელს დაინიშნა თემთა პალატის ჩრდილოვან მინისტრად, ხოლო 2009-2010 წლებში ჩრდილოვანი მთავრობის შრომისა და პენსიის მინისტრია.
    2010წლის არჩევნების შემდეგ დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად, ამავდროულად მიიღო ქალთა საკითხებისა და თანასწორობის მინისტრის პორტფელი. მან მხარი დაუჭირა ერთსქესიან წყვილებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებას, გახდა ერთ-ერთი პირველი მაღალი რანგის ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელმაც საჯაროდ გამოხატა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის მხარდაჭერა.
    2016 წლის  5 ივლისს პირველივე რაუნდში გახდა საპრემიერო რბოლის ფავორიტი - მიიღო 165 ხმა. 13 ივლისს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ მიიღო კემერონის გადადგომა და აუდიენცია დანიშნა ტერეზა მეისთან, რომელზეც შესთავაზა ახალი მთავრობის ფორმირება. ტერეზა მეი დაეთანხმა შემოთავაზებას და გახდა ქვეყნის მეორე ქალი პრემიერი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მეის მოღვაწეობა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა ევროკავშირიდან გასვლა 2016 წლის რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ევროკავშირმა გამოსვლის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. გარდა ამისა, პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაზე. მას თანაპარტიელების დიდი ნაწილი მოუწოდებდა, გაათავისუფლოს ადგილი ახალი ლიდერისათვის, რომელიც შეძლებს ქვეყნის გამოყვანას ბრექსიტის გარშემო ჩიხიდან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიმ 7 ივნისს გადადგა თანამდებობიდან.

  • ჰყავს ქმარი - ფილიპ ჯონ მეი, საინვესტიციო ურთიერთობების მენეჯერი, რომელზეც 1980 წელს იქორწინა. შვილები არ ჰყავთ.

  • არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე
ეს პერსონა
Top