ნატალია ბერულავა
  • "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპოდენტი
  • დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენა-ლიტერატურის სპეციალობით

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟუნრალისტი. იგი 20 წელზე მეტია ამ სფეროში მოღვაწეობას. დაახლოებით, 12 წელია, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობს და სამეგრელო-ზემო სვანეთის ამბებს აშუქებს. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ემოციური და მტკივნეული თემა აფხაზეთს უკავშირდება. ხშირად, აშუქებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ამბებს, იქ არსებულ სიტუაციას. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ხალხმა რა ხდება კონფლიქტისპირა რეგიონში და მათ უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ამბობს, რომ სურს თუნდაც მცირედი წვლილი მიუძღვოდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებულ საქმეში. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან არსებულ სიტუაციას აშუქებდა და თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, იგი და მისი ოპერატორი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. საბოლოოდ, კი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის დახმარებით გაათავისუფლეს. ის არის ჟურნალისტი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის კადრები საზოგადოებას შემოუნახა. ეს ომი მისთვის დიდი ტრაგედია იყო, 48 საათზე მეტი ქუჩაში იმყოფებოდა ხოლმე და აქტიურად აშუქებდა ომის მიმდინარეობას. აღნიშნავს, რომ იმ დროს არც ახლობლები, არც ჭამა, არც ძილი არ ახსოვდა და მხოლოდ,  ომის პროცესის ასახვას მიიჩნევდა პრიორიტეტულად. იგი თავის კოლეგებს ფრონტის მეგობრებს ( დავით ქაშიაშვილს, თენგო გოგოტიშვილს, ელისო ჯარიაშვილს, ლაშა ბერულავას, გიორგი კეპულაძეს...) უწოდებს და მიმართავს ინიციატივით, რომ ყოველ 7 აგვისტოს ერთად გააპროტესტონ ოკუპაცია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • დილის ძილი ყველაზე მეტად უყვარდა, მაგრამ რაც ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა მისთვის ეს ფუფუნების საგანი გახდა. ამბობს, რომ ამ პროფესიაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, თუმცა ბიჭი, რომ ყოფილიყო აუცილებლად ფეხბურთელი გახდებოდა. არასდროს სურდა საქართველოს რომელიმე დედოფალს დამსგავსებოდა, მისთვის კონსტანტინეს - „გიორგი მეფე“ მთავარი მისაბაძი პერსონაჟია. ქართველი მსახიობებიდან გიორგი ყიფშიძეს გამოარჩევს, ხოლო მომღელებიდან - მაინც იტალიელ ადრიანო ჩელენტანოზე აკეთებს არჩევანს. აღნიშნავს, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და საშინლად ემოციური ადამიანია. უყვარს სითბო და არ უყვარს ზამთარი, მისთვის კითხვა - ფეისბუქმა ჩაანაცვლა და მასზე დამოკიდებული გახდა.
  • თავდაპირველად, სამეგრელოს ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. შემდეგ იყო რადიო „ევრაზია“, ტელეკომპანია „იბერია“, ბოლოს კი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და დღემდე ამ არხის აქტიური ჟურნალისტია.

ეს პერსონა
Top