ნათელა გრიგალაშვილი (53 წლის)
  • დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი
  • 09 დეკემბერი, 1965 წელი - ხაშური
  • თაგვლეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, თუმცა, მალე იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა. ფოტოგრაფია შეისწავლა გურამ წიბახაშვილისა და იური მეჩითოვის ჯგუფში. 

  • ფოტოგრაფი
  • "მე ისტორიას ვქმნი, რომელსაც შემდეგი თაობები ნახავენ და გაიგებენ, როგორ ვცხოვრობდით დღეს" - ასეთია ნათელა გრიგალაშვილის პროფესიული კრედო. მას საზოგადოება იმ ფოტოსერიებით იცნობს, რომლებშიც საქართველოს უახლესი ისტორია ადამიანური პორტრეტებით, ყოფის დეტალებითა და ლანდშაფტური პეიზაჟებით არის გადმოცემული. მისი პროექტებიდან აღსანიშნავია: "დუხობორების მიწაზე", "ფოტოკლუბი სოფლად", „პანკისის ხეობის ქალები“. წლების განმავლობაში მუშაობდა შსს-ს პრესსამსახურში, ფოტოგრაფად. 

  • ჰყავს ერთი ქალიშვილი მარიამ გრიგალაშვილი

  • საქართველო
  • ინსტაგრამზე ჰყავს 18 300 გამომწერი

  • ხატვა, ფოტოგრაფია
  • 2017 წლიდან დღემდე მუშაობს Mac Georgia (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის) არასამთავრობო ორგანიზაციაში; კითხულობს ლექციებს ილიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში; დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტოს Kontakt Foto-s დამფუძნებელი. 2013 წელს მის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა ავსტრალიურმა ჟურნალმა 2 Q  and A

ეს პერსონა
Top