ქეით ბოუმენი (30 წლის)
  • მეცნიერი
  • 09 მაისი, 1989 წელი - დაიბადა უესტ ლაფაეტში
  • 2017 წელს დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუსი და მოიპოვა დოქტორის ხარისხი ელექტრონექნიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში.  

  • ფიზიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მეცნიერი, რომელმაც შავი ხვრელის ფოტოს გადასაღებად შეიმუშავა სპეციალური ალგორითმი. ბოუმენი 200 მკვლევრისგან შემდგარი გუნდის წევრი იყო, რომლებმაც სამეცნიერო მიღწევაში წვლილი შეიტანეს. 2019 წლის 11 აპრილს, შავი ხვრელის მატერიალიზებული სურათის გამოსახულება გამოჩნდა მისი კომპიუტერის ეკრანზე. ეს იყო სტორიული მოვლენა, რომელიც ბოუმენმა საზოგადოების ფართო მასებს Twitter -ის მეშვეობით ამცნო.
    მკვლევრები შავ ხვრელს 2017 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად მათ 500 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მიიღეს, რომლის დამუშავებასაც 2 წელი დასჭირდა. თვალსაჩინოებისთვის, ეს იყო მონაცემები, რომლებიც მყარ დისკებზე ინახებოდა და ნახევარ ტონას იწონიდა. ბოუმენის, როგორც უმცროსი მკვლევარის ფუნქცია იყო დახმარებოდა მკვლევართა გუნდს ალგორითმის შექმნაში, რომლის დახმარებითაც ერთი თანმიმდევრული გამოსახულების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. 
    2016 წელს „TED talk“-ში გამოსვლისას მან განაცხადა: „მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გახვიდეთ და მეცნიერების საზღვრები წინ წაწიოთ, მაშინაც კი, თუ ეს საზღვრები შავი ხვრელივით იდუმალი ჩანს“.

  • მამა - ჩარლზ ბოუმენი, პროფესორი, ხოლო დედა - ბიომედიცინის ინჟინერი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top