ია ანთაძე
  • ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი
  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით. ის წლების მანძილზე აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში და სხვადასხვა პლატფორმასა თუ არხზე წარმატებით მოღვაწეობს. ამჟამად, ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილეა. იგი ამ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. სწორედ, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში მან წამოიწყო თავისი საავტორო პროექტი „საინტერესო ადამიანები“. იგი აღნიშნავს რომ, ამ გადაცემის ფარგლებში, ეს პიროვნებები წარმოჩენილნი არიან არა მხოლოდ მათი პროფესიული საქმიანობით, არამედ მათი გამოცდილებით, მსოფლმხედველობით, ხასიათით;
    თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, ია ანთაძემ რამდენიმე რეფორმა გაატარა საზოგადოებრივ მაუწყებელში, დაიხურა ზოგიერთი გადაცემა. ირაკლი ტაბლიაშვილი ანთაძისა და მაღლაფერიძის საქმიანობას „რეპრესიებს“ ადარებს და ამბობს რომ, თანამშრომელთა შორის დამკვიდრებულია სამსახურიდან დათხოვნის შიში. ისინი ნელ-ნელა დუმილს, დადუმებას შეეჩვივნენ, რათა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და ულუკმაპუროდ არ დარჩნენ.
    ია ანთაძე აქტიური მხარდამჭერია ხელისუფლების, ხოლო სააკაშვილს მისთვის არასასურველ პიროვნებად ასახელებს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • საკუთარ თავზე ამბობს, რომ „ვარ მოქალაქე და ჟურნალისტი. ვმეგობრობ მოქალაქე ჟურნალისტებთან“. მისი აზრით, „ქვეყნად ყველაზე დიდი ფუფუნება ადამიანებს შორის ურთიერთობაა“.
  • ია ანთაძე 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე ტელეკომპანია GDS -ზე გადაცემა „59 წამის“ პროდიუსერის თანამდებობას იკავებდა. ამ გადაცემამდე ის ამავე არხისა და ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ისტიტუტის“ ერთობლივ ტელეპროექტზე მუშაობდა. „მედიასტანდარტი“ GDS-ის ეთერში 2015 წელს გადიოდა ეთერში. იგი არის „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. წლების განმავლობაში მუშაობდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტად. არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top