დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელეჟურნალისტიკის სპეციალობით
ეს პერსონა ცნობილია თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წლებში მუშაობდა რამდენიმე არხზე, მაყურებლისთვის ის მაინც რუსთავი 2-ის სახეა. 2001 წლიდან იგი ამ ტელეკომპანიაში დასაქმდა და დაახლოებით 17 წელი დაჰყო იქ. იყო გადაცემა „დილა მშვიდობისას“ კორესპოდენტი, წამყვანი, შემდეგ კი პროდიუსერი. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ დატოვა მან ტელევიზია, ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს მოარული ხმები, იმის შესახებ რომ, თანამშრომლებს მოსთხოვეს აღებული პრემიების უკან დაბრუნება, რასაც საკმაოდ ხმაური და კონფლიქტი მოჰყვა. სწორედ, მეორე დღეს დატოვა ჟურნალისტმა თანამდებობდა და წამოვიდა სამსახურიდან. რამდენად არის ეს 2 ფაქტი ერთმანეთთან კავშირში, რთული სათქმელია, მაგრამ გარკვეულ დამთხვევებზე ნამდვილად შეგვიძლია საუბარი.
ჰყავს მეუღლე ალექსანდრე ონოფრიშვილი და სამი შვილი
ნინო არაზაშვილი, ამჟამად, „ტვ პირველის“ ჟურნალისტია. იყო საქართველოს ტელევიზიის მეორე არხის გადაცემების ავტორი, სტუდია „მაესტროს“ კორესპოდენტი, რედაქტორი. 2006 წლიდან უძღვებოდა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ აქციებსა და ტელემარათონებს. 2009 წლიდან რადიო „ქალაქის“ ეთერში ამზადებდა საავტორო გადაცემას „ერთი ერთზე“.