ფირუზ ბოლქვაძე (36 წლის)
  • ჟურნალისტი
  • 13 აგვისტო, 1983 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. სწავლობდა ფსიქოლოგიის მიმართულებითაც. ასევე, ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდენობის მაგისტრატურის კურსზე.

  • ფსიქოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი. 14 წელზე მეტია, რაც აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მუშაობს. იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, საავტორო გადაცემის პროდიუსერი და წამყვანი, ანალიტიკური ჯგუფის რეპორტიორი. 2016 წელს, მონაწილეობას იღებდა აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნებში, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო და დირექტორად ნათია კაპანაძე დაინიშნა. ბოლქვაძისთვის კაპანაძე არაკომპეტენტური მმართველი იყო, რომელმაც თანამშრომლები ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაათავისუფლა, გააქრო „სატელევიზიო სეზონის“ ცნება და არხი უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა. რამდენიმე ხნის წინ, ნათია თანამდებობიდან გადააყენეს. არჩევნები თავიდან დაინიშნა და ბოლქვაძემაც კიდევ ერთხელ წამოაყენა თავისი კანდიდატურა, იმ იმედით, რომ ამჯერად მისი მცდელობა წარმატებით დასრულდება.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ჟურნალისტობის პარალელურად წერს ლექსებს, ჩანახატებს, მოთხრობებს. გამოქვეყნებული აქვს ლექსების სამი კრებული : „ზღვა და სიყვარული“, „ნისლიანი სტრიქონები“ და „მთვარიანი სტრიქონები“.
  • იგი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მიწვეული მასწავლებელია და განწყობისა და ზოგად ფსიქოლოგიაში ლექციებს კითხულობს. ასევე, ასწავლის ეკონომიკის ფსიქოლოგიას, რაც მისივე თქმით მენეჯერულ საქმიანობაში ეხმარება. არის აგროჟურნალისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი და გადაცემა „მე ვარ ფერმერი“-ს ავტორი და წამყვანი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top