ბექა ბერიძე
  • გრაფიკოსი
  • სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტი

  • დიზაინერი
  • ეს პერსონა ცნობილია, თავისი გრაფიკული ნამუშევრებით. რამდენიმე წლის წინ შექმნა ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია, რომელმაც საზოგადებაში აღიარება მალევე მოიპოვა. მან ქართული სიტყვების ინსპირაციით, პოსტერების შექმნა დაიწყო, სადაც სიტყვებს მათი მნიშვნელობის შესაბამისად, ვიზუალურად გამოსახავდა. თითოეული სიტყვა გამოხატავდა იმ საგანსა თუ გრძნობას, რომელსაც ის თავად აღნიშნავდა. მაგალითად, სიტყვა „ღვინოში“ ასო „ვ“ ღვინის ბოთლის სახით იყო გამოსახული, სიტყვა „ყავაში“ ასო „ყ“ ფინჯანის სახით იყო წარმოდგენილი და ა.შ. ბექასთვის ინპირაციის წყაროდ კორეელი დიზაინერის ჯი ლის ნამუშევრები იქცა. უცხოელი მხატვარი ლათინური ასოებით ინგლისურ სიტყვებს ქმნიდა და გრაფიკულად გამოსახავდა. ბექამაც ქართული ანალოგის შექმნა გადაწყვიტა და დიდი წარმატებითა და აღიარებით დაასრულა საკუთარი მცდელობა. ჯერ ფანქრით ხატავდა, ხოლო შემდეგ კომპიუტერის საშუალებით ახდენდა მის ვიზუალიზაციას.
    ამჟამად, აქტიურად აგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას. ქმნის სხვადასხვა სახის დიზაინებს. მაგ. ქართული კინოფილმებიდან ამოჭრილი კადრებით, ქართველი მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების სურათებით, ძველი თბილისის კოლორიტების ფოტოებით შექმნა სელფების სერია და მათი პორტრეტები თანამედროვეობას დაუკავშირა. ასევე, წარმოადგინა ნამუშევართა სერია „დროში გასული თბილისი“, რომლის მიხედვითაც დიზაინერმა თბილისელ მუშებს, მეთულუხჩეებს, ბაზაზებსა თუ მეტივეებს სხვადასხვა ბრენდების პროდუქცია დაუმატა. ზოგს ხელში „კოკა-კოლა“, ზოგს კი დონატი დააჭერინა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხშირად ქმნის ოკუპაციის თემასთან დაკავშირებულ ნამუშევრებსაც. მიაჩნია, რომ საქართველოს 20% რუსეთს უკანონოდ აქვს მითვისებული და ეს თემა, როგორც უმრავლესობისთვის, მისთვისაც სენსიტიური და აქტუალურია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მუშაობს სამხატვრო აკადემიაში სისტემურ მენეჯერად და პარალელურად კითხულობს ლექციებსაც.

ეს პერსონა
Top