გრეტა ტუნბერგი (16 წლის)
  • ეკო აქტივისტი
  • 03 იანვარი, 2003 წელი - დაიბადა სტოკჰოლმში
  • სამოქალაქო აქტივისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც შვედი ეკოაქტივისტი, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას, რისთვისაც, ის ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული.
    ტუნბერგი სკოლის მოსწავლეა. 2018 წელს, შვედმა სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო, განაცხადა რა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ. გარდა ამისა, 16 წლის აქტივისტმა ახალგაზრდული მოძრაობა „პარასკევი მომავლისათვის“ ჩამოაყალიბა, რომელიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს.
    მან უკვე მოასწრო გაეროსა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა. “მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,” – თქვა მაშინ გრეტამ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 23 სექტემბერს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო. აღსანიშნავია, რომ გრეტას გამოსვლას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ შემდეგი პოსტით გამოეხმაურა: „ჩანს, რომ ის ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგონაა, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში, ისეთი კარგი სანახავია“. მალევე, გრეტა ტუნბერგმა „ტვიტერში“ საკუთარი ბიოგრაფია ჩაასწორა და დაწერა: „ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგონა, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში“.
    2019 წელს ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. მაისის თვეში კი, ჟურნალ „TIME“-ის გარეკანზე მოხვდა. კლიმატის დამცველ თინეიჯერს ჟურნალმა მომავალი თაობის ლიდერი უწოდა.

  • დედა - მალენა ერნმანი, ოპერის მომღერალი, ხოლო მამა - სვანტე ტუნბერგი, მსახიობი.

  • არის შვედეთის მოქალაქე
ეს პერსონა
Top