მაია ასათიანი (42 წლის)
  • ტელეწამყვანი
  • 04 მაისი, 1977 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით. იგი ფართო აუდიტორიამ მსახიობ მარიო ჩიმაროსთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ გაიცნო. მალევე, მის ცხოვრებაში, გადაცემა „პროფილი“ გამოჩნდა, რომელიც თავდაპირველად, ტელეკომპანია „მზეზე“ გადიოდა, ხოლო, ამჟამად, კი რუსთავი 2-ზე გადის. იმიჯს, გარეგნობას, ჩაცმის სტილს ხშირად იცვლიდა. მისი ვიზუალი მუდამ განხილვის სფეროს წარმოადგენდა. ასევე, დამახასიათებელი ჯდომი, ლაპარაკის მანერა, სტუმრებთან ურთიერთობა - ყოველთვის ყურადღებას იქცევდა. გადაცემის ბოლოს წამყვანის დამშვიდობების ჟესტიკულაციაც კი მისი სავიზიტო ბარათი გახდა.

  • ჰყავდა მეუღლე და შვილი - ნუცა. იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მაიაც თავის ცხოვრებას ორ ნაწილად ჰყოფს, ნუცამდე და ნუცას შემდეგ. ამბობს რომ, ამ ტრაგედიის შემდეგ ყოველი დღით ცხოვრობს, აღარ ფიქრობს მომავალზე, რადგან ეს მისი ინტერესების სფეროს აღარ წარმოადგენს

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მაია ასათიანი იყო, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემის „დროების“ კორესპოდენტი. ,,რუსთავი 2“-ზე პროექტ „ნიჭიერის“ დაწყებისას პირველი სეზონის ჟიურის წევრიც იყო. 

ეს პერსონა
Top