გიორგი გუგავა (45 წლის)
  • საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი
  • 01 ივლისი, 1974 წელი - დაიბადა ხონის მუნიციპალიტეტში
  • დაამთავრა საერო უნივერსიტეტი „აჭარა“

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი და ფრაზით „გუგავა მოვა“. 1997 წლიდან „ლეიბორისტული პარტიის“ წევრია და აქტიურად იბრძვის არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. მთავრობები იცვლებიან მისი ბრძოლის მიზანი კი კვლავ ერთია, უმრავლესობაში მოსვლა. ეწინააღმდეგებოდა, როგორც „ნაციონალებს“, ასევე „ოცნებას“. იყო მცხეთისა და გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 2017 წელს, კენჭს იყრიდა თბილისის მერის არჩევნებში. თითოეული პრობლემის აღმოსაფხვრელად, სამწუხაროდ „გუგავა, ვერ მოვიდა“, მაგრამ მისი ბრძოლისუნარიანობა ამით არ შემცირებულა და დღემდე კრიტიკული და ცინიკური კომენტარებით გამოირჩევა ხელისუფლებისა და არსებული რეჟიმის მიმართ. „კობახიძე არის იშვიათი, უტიფარი გაჩეჩილი თოჯინა“, „კალაძეს ჩვენ ვაჩვენებთ ხალხის პანღურს“, „მუქთამჭამელები აზიური ფაროსანასავით შეესივნენ სახელმწიფო სტრუქტურებს“, „თუ ნიანგმა შენი მტერი შეჭამა, არ გეგონოს, რომ ის შენი მეგობარია“, „ბანკირი პოლიტიკაში იგივეა, ღორი ბეღელში“ - წერს ის.

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს ორგზის წევრი. 2008 წელს მოიპოვა საპარლამენტო მანდატი და 2012 წლამდე საკანონმდებლო ორგანოში იკავებდა ადგილს. 

ეს პერსონა
Top