ვლადიმერ ზელენსკი (41 წლის)
  • უკრაინის პრეზიდენტი
  • 25 იანვარი, 1978 წელი - დაიბადა კრივოი-როგში
  • დაამთავრა კრივოროჟის ეკონომიკის ინსტიტუტი

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კომედიური ჟანრის მსახიობი და პაროდისტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2019 წლის მაისიდან იკავებს. 
    მართალია, ზელენსკი განათლებით იურისტია, თუმცა ჯერ კიდევ უფროს კლასებში “კა-ვე-ენ”-მა გაიტაცა, სტუდენტობის პერიოდში კი გატაცება ბიზნესად აქცია და გასართობი გადაცემების სტუდია „Кварта́л-95“ შექმნა. როდესაც პოპულარობა მოიხვეჭა, დაიწყო თანამშრომლობა ცნობილ ტელეარხებთან - “ინტერთან” და “1+1”-თან. 
    2014 წელს ვლადიმირ ზელენსკი ევრომაიდანის აქტიური მხარდამჭერი იყო. მოგვიანებით კი, როცა სამხრეთ უკრაინასთან კონფლიქტი დაიწყო, “კვარტალი 95“-ის წევრებმა ოფიციალური კიევის მხარდამჭერი კონცერტები გამართეს და უკრაინის არმიას მილიონი გრივენი გადაურიცხეს. ამის გამო, რუსმა პოლიტიკოსებმა და ხელოვანებმა მისი ნამუშევრების რუსეთში აკრძალვა მოითხოვეს. 
    ზელენსკიმ პოპულარობა მოიხვეჭა უკრაინულ ტელესერიალში „ხალხის მსახურში“(2015) მონაწილეობით, სადაც უკრაინის პრეზიდენტს განასახიერებდა. სერიალში, ზელენსკის პერსონაჟი ოცდაათ წელს გადაცილებული სკოლის ისტორიის მასწავლებლია, რომელიც ვირუსული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში  იმარჯვებს. 
    2018 წლის მარტში, „Кварта́л-95“-ის გუნდმა დაარსა პოლიტიკური პარტია „ხალხის სამსახური“, რომელსაც ვლადიმერ ზელენსკი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელ მსახიობს პოლიტიკასთან აქამდე შეხება არ ჰქონია. ზელენსკისგან განსხვავებით, მისი კონკურენტები ყველასთვის ცნობილი პოლიტიკოსები იყვნენ. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ზელენსკის მეინსტრიმულ მედიასთან ნაკლები შეხება ჰქონდა. ის ამომრჩევლებს სოციალური მედიის გამოყენებით ესაუბრებოდა და ვიდეო-კლიპებს YouTube -ზე ანთავსებდა. 
    ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია 2019 წლის 20 მაისს შედგა. უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

  • ჰყავს ცოლი - ელენა ზელენსკაია, რომელზეც 2003 წელს იქორწინა. ჰყავთ ორი შვილი. ვლადიმერ ზელენსკი ებრაელების ოჯახში დაიბადა. დედა - რიმა ზელენსკა, ინჟინერი, ხოლო მამა - პროფესორი. 

  • არის უკრაინის მოქალაქე
ეს პერსონა
Top