სალომე ასათიანი (43 წლის)
  • ჟურნალისტი
  • 27 მაისი, 1976 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. მაგისტრატურის საფეხური გაიარა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გენდერის კვლევების ფილოსოფიის მიმართულებით და ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტში მედიის კვლევების მიმართულებით.

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი ჟურნალისტური საქმიანობით. თუმც, ფართო საზოგადოებამ ის პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერთან  ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს შემდეგ გაიცნო.  ეს ინტერვიუ ჟურნალისტისთვის საკმაოდ სკანდალური გამოდგა. „ფურცლებში ქექვა“, საჭირო ციტატის მოძებნისთვის რამდენიმე წუთიანი პაუზა, მოუმზადებლობა ინტერვიუს თანმდევი პროცესი გახდა, რამაც, როგორც  ივანიშვილის, ასევე ხალხის გაღიზიანებაც გამოიწვია.  საზოგადოების უმრავლესობამ ინტერვიუ ჩაშლილად აღიარა, ხოლო სალომეს უნიჭო და უცოდინარი უწოდეს.  თავად, სალომემ შექმნილი უხერხულობისთვის ფეისბუქ პოსტით მაყურებელს ბოდიში მოუხადა და განმარტება გააკეთა : „უცებ გამიჭირდა საჭირო ციტატის მოძებნა და ცოტა დრო დამჭირდა ამისთვის... იმედია მაპატიებთ შექმნილ დისკომფორტს“. ეს ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივ გადაცემაში „ინტერVIEW-ში“ გავიდა. ასათიანს ეს გადაცემა წლების განმავლობაში მიჰყავდა. იგი „რადიო თავისუფლების“ კორესპოდენტია პრაღაში. ამავე მედია პორტალზე მას აქვს საკუთარი პოდკასტი სახელწოდებით „ასათიანის კუთხე“. იგი გვიყვება კინოზე, წიგნებზე, ფილმებზე, პოზიციაზე, დატვირთულია ემოციებით, იდეებით, მოსაზრებებით.
    ასათიანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურადაა ჩართული.  მას ყურადღების მიღმა არ რჩება არც ერთი მნიშვნელოვანი თემა და ყოველთვის ცდილობს საკუთარი აზრის დაფიქსირებას მათ გარშემო, ეხება ეს ლგბტ თემს, ჰომოფობიას, ქალთა პრობლემებს, განათლებას თუ ა.შ.

  • ჰყავს მეუღლე ადრიან ბრისკუ და ვაჟი. იგი ცნობილი მომღერლის ირმა სოხაძისა და რეზო ასათიანის შვილია. მისი და, ნატა ასათიანი განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს კინო, მუსიკა, ხელოვნება, მსახიობი ჯენა როულანდსი, რომელზეც წერს “The one and only”. კვლევის მხრივ, აინტერესებს : მედიის კვლევები, ფემინიზმის ისტორია და თეორია, გლობალიზაციის თეორიები, პოსტკოლონიური კვლევები, სუბკულტურის კვლევები, მასკულინობის კვლევები და ა.შ.
  • სალომე ასათიანი გამორჩეული ჟურნალისტია. მისი ინტერვიუები ყოველთვის საინტერესო, დახვეწილი და განსხვავებულია (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). მას საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავდა გადაცემა „წითელი ზონა“. 2004-2005 წლებში მუშაობდა „რადიო თავისუფლების“ დამოუკიდებელ კორესპოდენტად და ამზადებდა ყოველკვირეულ პროგრამას საქართველოში მრავალფეროვნების, უმცირესობებისა და ტოლერანტობის თემებზე. ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როკ მუსიკის დიჯეის პოზიციაზე მუშაობდა ერთ-ერთ ადგილორბივ რადიო სადგურზე.

ეს პერსონა
Top