პეტრო პოროშენკო (54 წლის)
  • უკრაინის პრეზიდენტი
  • 26 სექტემბერი, 1965 წელი - დაიბადა ბოლგრადში
  • 1989 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც უკრაინელი მილიარდელი და ქვეყნის პრეზიდენტი 2014-2019 წლებში.
    პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, პეტრო პოროშენკო ბიზნესით იყო დაკავებული. 1989 წლიდან 1992 წლამდე პოროშენკო იყო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გნყოფილების ასისტენტი. უნივერსიტეტში სწავლიდ დროს, მან დაარსა იურიდიული საკონსულტაციო ფირმა, რომელიც საგარეო ვაჭრობაში მოლაპარაკებების წარმოების დროს შუამავლის როლს ასრლებდა. ამის შემდეგ, თავად წამოიწყო მოლაპარაკებები და 1991 წელს საბჭოთა შოკოლადის ინდუსტრიისთვის კაკაოს მარცვლების მიწოდება დაიწყო. 1993 წელს პოროშენკომ მამამისთან ერთად დაარსა უკრაინული ინდუსტრიული და საინვესტიციო კომპანია „უკრპრომინვესტი“, სადაც პეტრო პოროშენკო აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1998 წელს როდესაც გახდა უმაღლესი რადას წევრი. 2001 წელს პოროშენკო ვიქტორ იუშენკოს ოპოზიციურ ფრაქციას შეუერთდა, რომელმაც 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და შესაბამისად, პოროშენკომ პარლამენტში ადგილი მოიპოვა. პოროშენკო პარლამენტში სანიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2004 წელს იუშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დაინიშნა. 2005 წელს პოროშენკოსა და იულია ტიმოშენკოს ბრალი დასდეს კორუფციაში, კერძოდ კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფირმების პრივატიზაციაში. მიუხედავად ამისა, მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება არ დაუწყიათ.
    2009 წლის 12 ოქტომბერს, პრეზიდენტმა იუშენკომ პეტრო პოროშენკო უკრაინის  ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძრვანელად დანიშნა. 2012 წელს კი, მან ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტი დაიკავა. პოროშენკო 2013 წლიდან 2014 წლის თებერვლამდე აქტიურად აფინანსებდა ევრომაიდანს. ის არ შეუერთდა იაცენუკის მთავრობას. უკრაინის რევოლუციის შემდეგ, 2014 წლის 25 მაისს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაინიშნა, რომელშიც პოროშენკომ მიიღო მონაწილეობა.  2014 წლის 7 ივნისს უკრაინის უზენაეს რადაში შედგა პეტრო პოროშენკოს ინაგურაცია. 2015 წლის 29 მაისს, პოროშენკომ თავისი მეგობარი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიიწვია, რათა დახმარებოდა რეფორმების გატარებაში. მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა ოდესის რეგიონის გუბერნატორად დაინიშნა. მიუხედავად მეგობრული ურთიერთობისა, პოროშენკომ 2017 წლის 26 ივლისს სააკაშვილს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ჟურნალ „ეკონომისტის“ თანახმად, პოროშენკოს საქციელი განპირობებული იყო იმით, რომ ის სააკაშვილს „პოლიტიკურ მეტოქედ“ აღიქვამდა.
    2019 წლის ივლისში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პეტრო პოროშენკო 21 აპრილის არჩევნებზე მსახიობ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დამარცხდა. ყოფილი პრეზიდენტის პარტიამ პეტრო პოროშენკოს ბლოკი — სოლიდარობა სახელი 24 მაისს შეიცვალა და ევროპული სოლიდარობა გახდა.

  • ჰყავს ცოლი - მარიანა პოროშენკო, რომელზეც 1984 წელს იქორწინა. ჰყავთ ოთხი შვილი.

  • არის უკრაინის მოქალაქე
ეს პერსონა
Top