მელანია ტრამპი (49 წლის)
  • აშშ-ს პირველი ლედი
  • 26 აპრილი, 1970 წელი - დაიბადა ნოვო მესტოში, იუგოსლავიაში
  • სწავლობდა ლუბლიანას უნივერსიტეტში, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტზე, თუმცა ერთ წლიანი სწავლის შემდეგ, უნივერსიტეტი მიატოვა.

  • მოდელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლე და ამერიკის პირველი ლედი. 16 წლიდან, მელანია აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. 19 წლისამ, მილანში სამოდელო სააგნეტოსთან გააფორმა კონტრაქტი. 1995 წელს, კი შეხვდა „Metropolitan Models“- ის თანამესაკუთრესა და მომავალში მისი მეუღლის, დონალდ ტრამპის მეგობარს - პაოლო ზამპოლის. ზამპოლიმ მელანიას ამერიკაში მოგზაურობა და მისი წარმომადგენლობა შესთავაზა. მელანიამ მიიღო მისი შეთავაზება და 1996 წლიდან, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. მონაწილეობდა მამაკაცებისათვის განკუთვნილ ცნობილი ჟურნალის „Max“-ის საკმაოდ სექსუალურ ფოტოსესიებში. მელანიას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ჟურნალმა „GQ” - მ, რომლისთვისაც 2000 წელს, შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.  როდესაც, დონალდ ტრამპს, 2016 წელს მელანიას შიშველ ფოტოებზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან უპასუხა: “მელანია იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი და მან ბევრ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. „Max“ -ისთვის გადაღებული ფოტოები ევროპული ჟურნალისთვის იყო განკუთვნილი, იქამდე სანამ მე მას გავიცნობდი. ევროპაში მსგავსი ფოტოები საკმაოდ მოდურად და მისაღებად ითვლება“. 
    2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მელანიამ საკმაოდ პატარა როლი შეასრულა, რაც ატიპიურია საპრეზიდენტო კანდიდატების მეუღლეებისთვის. ამავე წლის 18 ივლისს ის მთავარ პოლიტიკურ სკანდლში გაეხვა. იგი სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ აღნიშნული სიტყვის ნაწილი მიშელ ობამას მიერ წარმოთქმული ტექსტის იდენტური იყო, რომელიც ამ უკანასკნელმა, 2008 წელს დემოკრატთა ეროვნულ კონვენციაზე წარმოთქვა. როდესაც, მელანიას აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება მოსთხოვეს, მან უპასუხა, რომ სიტყვა თავისით დაწერა, სხვები კი მხოლოდ მცირედით დაეხმარნენ. ორი დღის შემდეგ, მისმა „სპიჩვრაითერმა“, მერედით მაქაივერმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და დაბნეულობა აღნიშნული ქმედებით გაფანტა. 
    2017 წელს მელანია ტრამპმა ბრიტანულ მედია კომპანია „Daily Mail”-ს უჩივლა და 150 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა. საქმე ეხებოდა მედია კომპანიის მიერ ცილისმწამებლური ამბის გავრცელებას, რომლის თანახმადაც, მელანია ექსკორტ გოგოდ მუშაობდა და აღნიშნული მომსახურების გაწევით შოულობდა ფულს. საბოლოოდ, მედიამ ზარალის ასანაზღაურებლად, მელანიას $2.9 მილიონი გადაუხადა. 

  • ჰყავს მეუღლე - დონალდ ტრამპი და ერთი შვილი, ბარონ უილიამ ტრამპი. მელანიამ დონალდ ტრამპი 1998 წელს, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო, რის შემდეგაც აქტიურად ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2004 წელს დაინიშნენ, ხოლო 2005 წლის 22 იანვარს ფლორიდაში დაქორწინდნენ. წვეულებას ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ჰეიდი კლუმი, ჰილარი და ბილ კლინტონები, შაკ ო’ნილი, ბილი ჯოილი და ა.შ. მელანია ტრამპს ქორწილში 200 000 დოლარად შეფასებული კრისტიან დიორის კაბა ეცვა. მისი მამა - ვიქტორ კნაუსი ავტო სალონში მუშაობდა, ხოლო დედა - ბავშვთა ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკაში; ჰყავს და - ინეს კნაუსი, მხატვარი.

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • მეგობრობს თავის დასთან. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მელანია თავის უფროს დას, ინეს საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. 

  • მელანია ტრამპი  პრეზიდენტ ჯონ კენედისა და მისი მეუღლის, ჟაკლინ კენედის შემდეგ პირველი კათოლიკეა, ვინც თეთრ სახლში ოდესმე ყოფილა. მელანიას ფოტოები, პრაქტიკულად ყველა ცნობილი ჟურნალის გარეკანზე იყო განთავსებული. მათ შორის: Vogue, Harper's Bazaar, Ocean Drive, In Style, New York Magazine, Avenue, Allure, Vanity Fair, Self, Glamour, Elle, GQ და Sports Illustrated Swimsuit -ი. ფლობს ოთხ ენას: სერბულს, ინგლისურს, ფრანგულს და გერმანულს. 

ეს პერსონა
Top