მარინა გზირიშვილი (57 წლის)
  • „ვახტანგ გზირიშვილის სახელობის“ საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი
  • 01 ნოემბერი, 1962 წელი
  • სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული ვახტან გზირიშვილის დედა. „ძალიან მიყვარხარ და მენატრები დე“ - ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც ვახტანგმა დედას უთხრა, წავიდა და ომიდან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. მარინა გზირიშვილმა მეუღლეც აფხაზეთის ომში დაკარგა, შვილი ობლობაში გაჭირვებით აღზარდა და ისიც, ომმა წაართვა. აქედან გამომდინარეა, რომ მისთვის საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა სენსიტიური და ამაღელვებელი თემაა. მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია.
    შვილის გარდაცვალების შემდეგ, მან დაარსა ვახტანგისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდი.

  • მეუღლე აფხაზეთის ომში გარდაეცვალა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მუშაობს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში“.

ეს პერსონა
Top