გურამ ბერიშვილი (85 წლის)
  • მათემატიკოსი, მეცნიერი
  • 20 ნოემბერი, 1933 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

  • მათემატიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მათემატიკის პროფესორი და კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დამაარსებელი. იგი არის ავტორი სახელმძღვანელოსი, რომლითაც წლების მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლიდნენ. თავადაც, დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა სკოლაში და მიაჩნია, რომ „ნამდვილი მასწავლებელი გმირია, მარტოა, დაუფასებელია, იცის, რომ შედეგს, ერის განათლებულობას, შეიძლება ვერც მოეწსროს და მაინც თავის საქმეს აკეთებს“. მისი პედაგოგური საქმიანობა, სწავლების მეთოდიკა არ იყო სტანდარტული და ჩარჩოებს შორის მოქცეული. მუდამ ცდილობდა ბავშვებთან საერთო ენის გამონახვას, მათი აზროვნების გაფართოებას, ლოგიკური მსჯელობის განვითარებას. აღნიშნავდა, რომ „სკოლა გაგებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, ანუ აზროვნების განვითარებაზეო“. ძირითადად, დაწყებით კლასებს ასწავლიდა, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ასევე, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში“ რამდენჯერმე გაიმართა მისი საჯარო ლექცია სახელწოდებით „სასკოლო განათლება“.
    იგი მათემატიკას მხოლოდ მეცნიერული კუთხით არ უდგება და ფიქრობს, რომ ამ დარგსა და მუსიკას შორის დიდი კავშირია, რადგან „მუსიკა არის ხელოვნების მწვერვალი, ხოლო მათემატიკა - ლოგიკური აზროვნების მწვერვალი“. მათემატიკოსი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ის „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრია. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სოციალურ ქსელში წერდა „ვაშაძესთან ურთიერთობა უზნეობაა. მან არ აღიარა და არ დაგმო „იმედში“ შევარდნა, 7 ნოემბრის დარბევა და ცხედრის სახურავზე შეგდება. ვაშაძე იგივეა, რაც სააკაშვილი“

  • ჰყავს ორი შვილი : თორნიკე და თამთა ბერიშვილები. თორნიკე აფხაზეთის ომის ვეტერანია, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • გურამ ბერიშვილს განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან თამაში და მათზე ზრუნვა უყვარს.
  • იგი საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორია. იყო სამეცნიერო ინსტიტუტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციის განყოფილების გამგე.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top