ვალერიან გორგილაძე (47 წლის)
  • სოციოლოგი
  • 05 თებერვალი, 1972 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური კვლევის ტექნოლოგიები

  • ვიზუალური კვლევის ტექნოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სოციოლოგი და ექსპერტი. ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე სოცილურ-პოლიტიკურ პროცესებში. იგი სხვადსხვა მედიასაშუალების ხშირი სტუმარია და ძირითადად, აფასებს სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ მდგომარეობასაც. „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე გორგილაძე, უმრავლეს შემთხვევაში „ოცნებას“ უჭერს მხარს, თუმც არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც აკრიტიკებას უმრავლესობის ნაბიჯებს. „საპრეზიდენტო არჩევნებმა ლაკმუსის ფუნქცია შეასრულა და გამოაჩინა ყველა ის მანკიერება, ნაკლოვანება, სისტემური ხარვეზი, რომელიც მმართველ პარტიას გააჩნია; ... რთული ამოსაცნობი არ იყო, რომ „ქართული ოცნება“ დაიყოფოდა, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ კლასიკური ტიპის პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს დეკლარირებული ღირებულებები და ამ ღირებულებებს თანმიმდევრულად მიყვება“ - წერს ის, მაგრამ ამავდროულად ამბობს, რომ „ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა შექმნას ისეთი ინსტიტუციური გარემო და გამართული სისტემა, რომლის შედეგადაც, „ნაცმოძრაობა“ ვეღარ შეძლებს “უმსგავსობის” კეთებას. მიაჩნია, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, რადგან სააკაშვილისთვის და „ნაცებისთვის“ იგი ინსტიტუციურ და პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს და რომ, სწორედ გახარია არ აძლევს მათ სიტუაციის არევის შესაძლებლობას და საშუალებას. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებმა, სააკაშვილი დაამსგავსა აუტანელ ბავშვს, რომელსაც სათამაშო წაართვეს. მას აღარ სურს 9 წლიანი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გახსენება, რადგან ამ ყველაფერმა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეაჩერა. იგი არც, NDI-ის და IRI-ის კვლევებს ენდობა და მიაჩნია, რომ „აირაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები და რეიტინგები „რუსთავი 2“-ის ოფისში იქმნება.

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2012 წელს იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი, მანამდე კი ანალიტიკურ ჯგუფ Terra media-ს ხელმძღვანელი. 2004 წლიდან რუსულ პოლიტტექნოლოგიურ კომპანია „ნიკოლო მ“-ში მუშაობდა. ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top