გიორგი კალანდია (45 წლის)
  • ხელოვნების სასახლის დირექტორი
  • 31 მარტი, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლობდა ევროკავშირის პოლიტიკურ სკოლასა და ოქსფორდის უნივერსიტეტის დუბლინის ECM კოლეჯში. 

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ისტორიკოსი, ჟურნალისტი და ხელოვნების მუზეუმის დირექტორი. ასევე, მას მაყურებელი გადაცემა „წერილები იმედზე“ და „ჩვენებურებიდან“ იცნობს. მან სახელი გაითქვა თავისი ისტორიულ-სამეცნიერო ექსპედიციებითაც, რომლის საშუალებითაც კალანდიამ უცნობი ისტორიული ძეგლები, ექსპონატები, ხელნაწერები და მრავალი სხვა უნიკალური ნივთი აღმოაჩინა და დოკუმენტური ფილმების, ჩანაწერებისა და წიგნების საშუალებით შემოუნახა მომავალ თაობას. 

  • ჰყავს დედა - ნანა ნანავა და მამა - ბორის კალანდია. ბორის კალანდია, აქტიურად იყო ჩართული 90-იანი წლების პოლიტიკურ მოვლენებში, ის გამსახურდიას თანამებრძოლი და მხარდამჭერი იყო. ასევე, იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: გოდერძი შარაშიასთან, გიორგი გასვიანთან, ირაკლი ზამბახიძესთან, თაკო მესხთან. 

  • მისი ინტერესების სფეროა მოგზაურობა და ახალი ისტორიული უნიკალური ექსპონატების აღმოჩენა, რომელთაც საქართველოსთან აქვთ კავშირი.
  • გიორგი კალანდიას ოჯახი აქტიურად იყო ჩართული 90-იანი წლების პოლიტიკურ პროცესებში. მისი მამა - ბორის კალანდია, ზვიად გასახურდია მხარდამჭერი და გუნდის წევრი იყო. გიორგიც ხშირი მონაწილე იყო, აქციებისა, რომელიც იმ პერიოდში იმართებოდა. გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, მის ოჯახს დროებით მოუხდა საქართველოს დატოვება და ჩეჩნეთსა თუ რუსეთში ცხოვრება. მაგრამ, საბოლოოდ შეძლო დაბრუნება, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გახდა და 2004 წლიდან მისი ხელმძღვანელობით გაიმართა რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის საშუალებითაც თურქეთში აღმოაჩინეს და ფირზე დააფიქსირეს რამდენიმე ქართული სოფელი, ისტორიული ძეგლი, ასევე ირანში ყოფნისას მან ასახა ფერეიდნელი ქართველების ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები. 2007 წელს, მისი თაოსნობით სამეცნიერო ჯგუფმა პარეხთას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოაჩინა უცნობი ნუსხური წარწერა. 
    გიორგი კალანდია, რომლის ფსევდონიმიც „ჯაბრაილია“, არის 10-მდე წიგნისა და 14-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი, ფილმებისა, რომლებშიც სწორედ, ექსპედიციის შედეგად გადაღებული და უნიკალური კადრებია ასახული. 
    მისი ისტორიისადმი სიყვარულია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ის დღემდე, ეწევა აკადემიურ საქმიანობას და სტუდენტებს ასწავლის „საქართველოს ისტორიას“. არის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის პროფესორი. 2010-2011 წლებში ასწავლიდა ილიას უნივერსიტეტის სატელევიზიო ცენტრში. 
    2009 წლიდან კი ხელმძღვანელობს „საქართველოს ხელოვნების სასახლეს“ და ამბობს, რომ ეს მისი მთავარი და ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. მას, მეორე ექვთიმე თაყაიშვილსაც უწოდებენ, რადგან სწორედ, მისი თაოსნობით შემონახულია და დაცულია რამდენიმე ისტორიული, უნიკალური ექსპონატი. არის, ასევე „დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარეც. 
    როდესაც, გიორგი კალანდიაზე ვსაუბრობთ, ცალკე აღნიშვნის თემაა მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა და ის გადაცემები, რომლებიც მან საქართველოს ისტორიას მიუძღვნა. იყო გადაცემა „ჩვენებურების“, „წერილები იმედზე“-ს ავტორი. 2007 წელს, „ჩვენებურებისთვის“ დაჯილდოვდა კიდეც „პარნასის“ პრემიით. ამჟამად, მიჰყავს „იმედის დილის“ ერთ-ერთი რუბრიკა „ამბები ხელოვნების სასახლიდან“. 9 აპრილისადმი მიძღვნილ გადაცემაში მან პირველად აჩვენა უცნობი უნიკალური კადრები ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის, მიტინგებისა და მათი დარბევის, საქართველოს პირველი პრეზიდენტი მომხრეთა დევნის შესახებ. ამას, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. 
    ასევე, იყო სტუდია „აუდიენციის“ ჟურნალისტი და საინფრომაციო სამსახურის უფროსი, რადიო „იმედის“ ახალი ამბების პროდიუსერი და „მზის“ ჟურნალისტი. 

ეს პერსონა
Top