დავით ასათიანი (45 წლის)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
  • 12 აპრილი, 1974 წელი - დაიბადა ქალაქ ქუთაისში
  • დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი. 1997 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც იურისტი. იგი იყო მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის კომპანიის  ადვოკატი იყო. სწორედ, ამ კომპანიის საშუალებით ხდებობდა ნაციონალების დროს, ქონებების მესაკუთრეებისთვის ჩამორთმევა და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებზე, ან ახლობლებზე გადაფორმება. ამბობენ, რომ ასათიანი დავით სააკაშვილის ახლო მეგობარიც იყო. მისი სახელი უკავშირდება „ომეგა ჯგუფის“ საქმესაც. ასევე, იყო ჯოზეფ ქეის წარმომადგენელი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ მიმდინარე დავაში. იგი ჯოზეფ ქეის ინტერესებს იცავდა მაშინაც, როცა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება ეჭვქვეშ დადგა და მაშინაც, როცა ოჯახს „იმედი“ ჩამოართვეს. ამჟამად, იგი აქტიურად არის ჩართული საადვოკატო საქმიანობაში.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 1998-2005 წლებში იყო იურიდიული კომპანიის უფროსი იურისტი, 2005 წლიდან კი იურიდიული კომპანიის „ასათიანი და ადვოკატები“-ს დამფუძნებელი. 2009-2012 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 2008-2017 წლებში „საქართველოს ადვოკატთა“ ასოციაციის წარმომადგენელი. 2010-2017 წლებში მოსამართლეთა, ადვოკატთა და პროკურორთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2013-2017 წლებში „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საერთაშორიოს მდივნის პოზიციაზე მუშაობდა, 2017 წელს კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი გახდა.

ეს პერსონა
Top