ანა გოგუაძე
  • "მზიურის კაფის" მენეჯერი
  • დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პროექტ „ახალი მზიურის“ ავტორი. თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. ფოტოგრაფია მისი გატაცება და მთავარი შემოსავლის წყარო იყო. ყოველწლიურად აწყობდა გამოფენებს და მის თითოეულ ნამუშევარში გადმოცემული თითოეული ფერი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო. ხშირად, ეს ფოტოები, მის მიერ წაკითხული წიგნებიდან მიღებულ ემოციებსაც იტევდა. ანა - ეტლითმოსარგებლეა. იგი, მრავალი წელია, რაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების უფლებებს იცავს და მათი მდოგმარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. ხშირად, აპროტესტებს ქუჩებსა და საზოგადოებრივი მოხმარების დაწესებულებებთან პანდუსების არარსებობას.
    ანას საყვარელი მწერალი - ნოდარ დუმბაძეა. სწორედ, მისდამი სიყვარულმა გადააწყვეტინა მზიურის პარკის, კვლავ „ბავშვთა ქალაქად“ ქცევა და ჯერ პროექტი „მზის ფესტივალი“ შექმნა, შემდეგ „ახალი მზიური“, ბოლოს კი კაფე „მზიური“ დაარსა. ამ სოციალურმა კაფემ მას, ნომინაციაში - „ლიდერი ქალი ბიზნესში“ გამარჯვება მოუტანა.

     

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მუშაობდა შემოსავლების სამსახურში და რადიოში

ეს პერსონა
Top