ლაშა ბერულავა (47 წლის)
  • რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი
  • 13 მაისი, 1972 წელი - დაიბადა ქალაქ ზუგდიდში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა, როგორც ტელევიზიებში, ასევე რადიოში. მუდამ აქტიურად ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში. ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია“ და არჩევნების დროს მან ვრცელი წერილიც კი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიემართებოდა. იგი ექს პრეზიდენტს სთხოვდა მეორე ტურის დამთავრებამდე თავი შეეკავებინა და  აქტივობები შეეზღუდა. „ბატონო პრეზიდენტო, მეორე ტურის დასრულებამდე იქნებ მოახერხოთ და დისტანცირდეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებისგან“ - წერს ბერულავა. ყოფილი ხელისუფლების აპოლოგეტისთვის აფხაზეთისა და ოსეთის თემატიკა მეტად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მას საკუთარი პროგნოზები გააჩნია რუსეთთან მიმართებაში და ფიქრობს, რომ „კრემლი მთავარ ისრებს გარეჯისკენ გადაიტანს“.
    3 წლის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრებიც, რის გამოც იგი რამდენჯერმე იყო პროკურატურაში დაბარებული. აღნიშნავდა, რომ ხშირად აშანტაჟებდნენ, რომ ფლობდნენ გარკვეულ კომპრომატებს მის წინააღმდეგ და პირადი კადრების გავრცელებით ემუქრებოდნენ.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ამბობს, რომ ბავშვობაში იყო გულჩვილი და მიმნდობი. ეგონა, რომ ცხოვრება ძალიან მარტივი იყო. არასდროს აივსება ბოღმით და ყოველთვის ეყვარება. უჭირს საკუთარ თავთან პაექრობა და ნანობს ხშირად და ბევრ რამეს. ენატრება ბავშვობა, არასდროს დაავიწყდება მამა და სკოლა. ფიქრობს, რომ არშემდგარი სამხედრო პირია და ვერასდროს გახდებოდა მათემატიკოსი. საყვარელი ფრაზაა „რას ამბობ კაცო.. როგორ გამახარე“. ვერასდროს მალავს სიხარულს და ცდილობს არასდროს მოიტყუოს.
  • სხვადასხვა დროის იყო „რუსთავი 2“-ის, „იბერიას“, „მეცხრე არხის“, „მზის“, „იმედის“, „საქართველოს“ კორესპოდენტი. ჟურნალისტად მუშაობდა რადიო „იმედსა“ და „რადიო თავისუფლებაში“.

ეს პერსონა
Top