ანდრია გვიდიანი
  • ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი
  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი. ეკონომიკის ექსპერტი ხშირად აფასებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. კრიტიკასთან ერთად, უმეტეს შემთხვევაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პროცესები, მისი გადასახედიდან წარმატებულად ვითარდება. მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-ის საბანკო რეგულაციებზე დადებითი შეფასება, ადასტურებს, რომ საფინანსო სექტორში დაწესებული რეგულაციები დროული და აუცილებელი იყო, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას. ასევე, ფიქრობს, რომ ქვეყანაში ჰესების მშენებლობა აუცილებელი და საჭიროა. ეკონომიკის სფეროს გარდა, იგი ხშირად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც ეხმიანება. ხელისუფლების მიმართ, ძირითადად, პოზიტიური განწყობით გამოირჩევა, ხოლო ოპოზიციას, შედარებით კრიტიკული თვალით უყურებს. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში, თვლიდა, რომ „კახი კალაძის კანდიდატურა უალტერნატივო იყო“.

  • არის საქართველოს მოქალაქე
ეს პერსონა
Top